png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია - სენატორი შაჰინი

  • პოლიტიკა
  • 28.10.2021
  • 11:16
რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია - სენატორი შაჰინი

ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა განაცხადა 27 ოქტომბერს, სენატში გამართულ მოსმენაზე.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე იმსჯელეს, როგორი უნდა იყოს შეერთებული შტატების მიდგომა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

სენატორი შაჰინის განცხადებით, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები, ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად.

"რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან", - განაცხადა სენატრომა შაჰინმა, სენატში გამართულ მოსმენაზე.

"რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და მის სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს", - განაცხადა შაჰინმა.

სენატორის თქმით, რუსეთი მუდამ მზად იყო და კვლავ მზადაა, ნატოს გაფართოების შესაჩერებლად და შავ ზღვაზე კონტროლის გასაძლიერებლად, გამოიყენოს ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძალა. მისი თქმით, რუსეთის ბოროტი ზრახვების მაგალითები, ნათლად იხილა ივნისში, უკრაინასა და საქართველოში ვიზიტისას.

"რუსეთის ბოროტი ზრახვები აშკარად გამოიკვეთა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც სენატორი მერფი და მე, უკრაინასა და საქართველოს ვეწვიეთ. ჩვენ მივედით სამხრეთ ოსეთის საზღვართან, სადაც ვიხილეთ რუსეთის მიერ მიმდინარე ბორდერიზაცია და საქართველოს წინააღმდეგ მტრული ქმედებები. რუსეთის ტერიტორიული აგრესია, როგორიც არის საზღვრიდან ღობის გადაადგილების გაგრძელება, რუსეთის სამხედრო ქცევის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია და მისი დაგმობა უნდა გაგრძელდეს. მე ძალიან ვაფასებ იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა, რომელიც 70 წელზე მეტია ინარჩუნებს მსოფლიო წესრიგს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის საომარი ქცევების საპასუხოდ, ყირიმის ანექსიის შემდეგ. ნატომ წარმატებით გაამყარა ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა. „Sea Breeze" არის ყოველწლიურ წრთვნები, რომელიც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მონაწილეობით იმართება და სოლიდარობის მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის, ჩვენ შავი ზღვის მოკავშირეებს“ - აცხადებს სენატორი.

თუმცა, სენატორი მიიჩნევს, რომ შავი ზღვის საკითხებზე ნატოს პასუხი მეტ კოორდინაციასა და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს, რადგან რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად გასაღები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია.

სენატორი შაჰინი, სენატში სიტყვით გამოსვლიას, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„მე მამხნევებს ნატოს გენერალური მდივნის ბოლო გზავნილი იმის შესახებ, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რეგიონის თავდაცვისთვის ყოვლისმომცველ გეგმას შეიმუშავებს. ასევე მოხარული ვარ, რომ გასულ კვირას, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვია. ვფიქრობ ეს იყო რუსეთის მიერ შავი ზღვის კონტროლის მცდელობის წინააღმდეგ, მიდგომის ცვლილების მისასასალმებელი ნიშანი", - აცხადებს შაჰინი.

კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ საკითხზე მსჯელობა რეგიონის ქვეყნებისთვის, შეერთებული შტატების მხრიდან, ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია.

მოსმენაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები. მათ წარმოადგინეს საკუთარი ხედვა, როგორი უნდა იყოს შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების მიდგომა.





გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge