png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ხელისუფლებას რაში სჭირდება ხვალინდელი აქციის ორგანიზება, ვის უცხადებს პროტესტს, საკუთარ თავს? - სალომე სამადაშვილი

  • კომენტარები
  • 26.10.2021
  • 13:57
 ხელისუფლებას რაში სჭირდება ხვალინდელი აქციის ორგანიზება, ვის უცხადებს პროტესტს, საკუთარ თავს? - სალომე სამადაშვილი

თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები არის ის გზა, რომლითაც წყდება, ვინ იღებს ქვეყანაში, ქალაქში, სოფელში, თუ ეროვნულ დონეზე მართვის სადავეებს და არა ის, თუ ვის რა რაოდენობით ადამიანი გამოჰყავს ქუჩაში, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.


მისი თქმით, გაურკვეველია ხელისუფლება ხვალინდელი აქციით პროტესტს ვის უცხადებს.

„გაურკვეველია, ხელისუფლებას რაში სჭირდება ხვალინდელი აქციის ორგანიზება, ვის უცხადებს პროტესტს, საკუთარ თავს? თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები არის ის გზა, რომლითაც წყდება, ვინ იღებს ქვეყანაში, ქალაქში, სოფელში, თუ ეროვნულ დონეზე მართვის სადავეებს და არა ის, თუ ვის რა რაოდენობით ადამიანი გამოჰყავს ქუჩაში. „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ტაქტიკა ძალიან ძვირი უჯდება იმ მცირერიცხოვანი ელექტორატის შენარჩუნების თვალსაზრისითაც კი, რომელიც ჯერ კიდევ ამ პარტიას აძლევს ხმას. ქუჩაში პროტესტის გამოსახატად გამოსული ადამიანების თავების დათვლა ძალიან უგვანო პოლიტიკური საქციელია. აქციაზე 500 ადამიანი გამოდის, თუ 50 ათასი, ეს ხელისუფლებისთვის ერთნაირად საყურადღებო უნდა იყოს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იმდენი მძღოლი დაგვჭირდება, რამდენიც ადამიანიც ოპოზიციის აქციაზე იყოო და ეს არის პოლიტიკური პროცესის პრიმიტიულ დონემდე დაყვანა. მათ მოვუწოდებ, საკუთარი რესურსი ქუჩაში ხალხის გამოყვანაზე კი არ დახარჯონ, არამედ სამართლიანი და თავისუფალი მეორე ტური უზრუნველყონ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ქართული ოცნება“ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge