png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გარწმუნებთ, სააკაშვილს არ შეექმნება არცერთი სასიცოცხლო რისკი - ეკატერინე ტიკარაძე

  • პოლიტიკა
  • 26.10.2021
  • 12:15
გარწმუნებთ, სააკაშვილს არ შეექმნება არცერთი სასიცოცხლო რისკი - ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც გასცემენ ექსპერტები, თუმცა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, კლინიკური დასაბუთება, რომ ეს პაციენტს ნამდვილად ესაჭიროება და მე გარწმუნებთ, რომ მას არ შეექმნება არცერთი სასიცოცხლო რისკი, - აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, არაერთი კითხვა გაჩნდა იმის თაობაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს პენიტენციური სამსახურის საავადმყოფო ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც სჭირდება ნებისმიერ პაციენტს.

"სწორედ აქედან გამომდინარე, გუშინ, რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, რის შედეგადაც ის დღეს შევა პენიტენციურ საავადმყოფოში და შეამოწმებს მის მზაობას არამხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე, დადებს დასკვნას, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ. რაც შეეხება ექსპერტების რეკომენდაციებს, რეკომენდებული იყო „დოპლერის“ გაკეთება პაციენტისთვის, რაც გუშინ შესრულდა და პაციენტს ამ მიმართულებით არ აღენიშნება არანაირი გართულება.

პაციენტი იმყოფება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. ახლაც ადგილზე, კონსილიუმის გარდა, იქ არსებული სამედიცინო პერსონალის მხრიდან ხდება მისი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი. აქედან გამომდინარე, ყველა რისკი დაყვანილია მინიმუმამდე. მის პირად ექიმსაც არანაირი შეზღუდვა არ აქვს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დრო გაატაროს პაციენტთან და დადოს შესაბამისი დასკვნა“, - განაცხადა ტიკარაძემ.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge