png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მოვითხოვთ, მიმდინარე საათებში დაუყოვნებლივ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი - ადვოკატები

  • კომენტარები
  • 24.10.2021
  • 12:48
მოვითხოვთ, მიმდინარე საათებში დაუყოვნებლივ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი - ადვოკატები

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა.

გვარამია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც. მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში,  სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.

"ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, თითქოს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, არის მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება. სინამდვილეში, პირიქით, აქ გადაყვანა იქნება უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს იქნება იმიტირებული დღეს მოქმედი ხელისუფლების მიერ, იქნება იმიტირებული ბუნტი და ეს დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. ასეთი ინფორმაცია გვაქვს და პირდაპირ ვაცხადებთ, რომ მათ შორის, უსაფრთხოების პრობლემების გამო მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება, გადაყვანილ იქნას ციხის სტაციონარში.

მოვითხოვთ, მიმდინარე საათებში დაუყოვნებლივ გადაწყდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო.
 [ეს საკითხი] გადაწყდეს არა მხოლოდ პირადი ექიმის, არამედ ადვოკატების მონაწილეობითაც (ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის საკითხი, ეს არის უფლებრივი საკითხიც).
ვთხოვთ, სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოახდინოს როგორც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგი, არამედ შეამოწმოს ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც გუშინ კონსილიუმმა წარმოგვიდგინა.

მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გააკეთოს განცხადება და ცალსახად თქვა,ს კი ან არა - შეიძლება თუ არა სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში. ჩვენი ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ექსპრეზიდენტის ციხის კლინიკაში გადაყვანა". - ამბობს ნიკა გვარამია.

მიხეილ სააკაშვილი 24-ე დღეა შიმშილობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge