png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კაცმა, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა წარმატებული ბანკირის იმიჯი, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს დაგარქვან მევახშე და სააკაშვილის მსახური - ღარიბაშვილი ხაზარაძეზე

  • პოლიტიკა
  • 23.10.2021
  • 18:13
კაცმა, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა წარმატებული ბანკირის იმიჯი, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს დაგარქვან მევახშე და სააკაშვილის მსახური - ღარიბაშვილი ხაზარაძეზე

მინდა, კიდევ ერთხელ ვუპასუხო ბატონ ხაზარაძეს, მოსახლეობას, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს და ყველას შევახსენებ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც რეალური თვითმმართველობის რეფორმა გაატარა, მათ შორის ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა.

„ყველა მუნიციპალიტეტის მერი, მანამდე, სააკაშვილის დროს ინიშნებოდა. ხალხს არ ეძლეოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რომ თავად აერჩია მისი რჩეული ქალაქის მერი. ჩვენ გავაკეთეთ ეს. ეს ხალხი როგორ ბედავს საერთოდ, რომ თვითმმართველობაზე გველაპარაკება. ჩვენი გადაწყვეტილება იყო თვითმმართველობის რეფორმაც, დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯები და ის ფაქტი, რომ დღეს 50%-იანი ბარიერით პირდაპირ ხალხი ირჩევს მერს, ეს არის რა თქმა უნდა, რეალური დემოკრატიის მაჩვენებელი... რაც შეეხება ხაზარაძეს, ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს. ის ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთგული მსახური. იგი იყო მოსამსახურე სააკაშვილის კრიმინალური დავალებების, ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევის და შემდეგ ბანკის მეშვეობით ამ ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი. კაცმა, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა წარმატებული ბანკირის იმიჯი, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს დაგარქვან მევახშე და სააკაშვილის მსახური. როგორ ბედავს საერთოდ, რომ ლაპარაკობს ჩვენზე, თვითმმართველობაზე და დემოკრატიაზე. ღირსია, ამიტომაც უპასუხა ხალხმა და 2%-ზე მეტს ვერ იღებს და ასევე დაამთავრებს კრახით, როგორც წინა არჩევნებზე დაამთავრა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს „წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს თვითმმართველობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge