png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუმპირებული კაცი, გიგი უგულავა, დამარცხდება სამარცხვინოდ - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.10.2021
  • 14:29
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუმპირებული კაცი, გიგი უგულავა, დამარცხდება სამარცხვინოდ - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ შევხვდით ფოთში ჩვენს საარჩევნო შტაბს, ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველსავე ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, გვყავს ძალიან ღირსეული ახალგაზრდა და ამავდროულად გამოცდილი კაცი, ბექა ვაჭარაძე, რომელიც გახდება ფოთის მერი და მოემსახურება მუნიციპალიტეტს, ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ფოთისთვის და ფოთელებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები ფოთის გალამაზების მიმართულებით.

"ძალიან ბევრი პროექტია დაგეგმილი, მათ შორის ტურისტული პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად, მათ შორის მალთაყვის თაობაზეც გვქონდა განხილვები და გვაქვს მზაობაც. დღეს ვინ უპირისპირდება ახალგაზრდა, პერსპექტიულ, პროგრესულ კაცს, ბექა ვაჭარაძეს და „ქართულ ოცნებას“ - ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, კორუმპირებული კაცი, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, როგორი არ უნდა გახდეს პოლიტიკოსი, ამის სახეა გიგი უგულავა, ბიუჯეტის ქურდი, კორუმპირებული კაცი, რომელმაც გაბედა და ჩამოვიდა ფოთში. დავსვი შეკითხვა და მინდა კიდევ გავიმეორო, რისთვის ჩამოვიდა? ისევ მოსაპარად, დასანგრევად. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, აწამეს და გააუბედურეს ხალხი, დაჩაგრეს ჩვენი მოსახლეობა, ამის უფლებას მეორედ, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, არ მივცემთ ამ ადამიანებს, გაიგონ და ერთხელ და სამუდამოდ გაიაზრონ, უნდა დატოვონ პოლიტიკა, იმიტომ, რომ მათი ადგილი არ არის მომავლის საქართველოში, მომავლის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მათ სრული უფლება აქვთ, სხვა ნებისმიერი საქმე აკეთონ, მაგრამ პოლიტიკის გარდა, ვინაიდან მათ ძალიან დიდი ზიანი მოუტანეს ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ფოთის მოსახლეობა, აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, ეს არჩევნები სრულად მშვიდად დაასრულოს, ბექას გამარჯვებით, იმიტომ, რომ სხვა რეალური ალტერნატივა, პერსპექტივა არ აქვს დღეს ქვეყანას, გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს ყველა მუნიციპალიტეტში. ეს ასეც იქნება და უგულავა დამარცხდება სამარცხვინოდ, ისე, როგორც უკვე დამარცხდა 8-ჯერ მისი მჩაგვრელი პარტია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge