png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სააკაშვილი ყველაფერში ბაძავს ჰიტლერს და გამოდის ფეიკი ჰიტლერი - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.10.2021
  • 13:16
სააკაშვილი ყველაფერში ბაძავს ჰიტლერს და გამოდის ფეიკი ჰიტლერი - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას გადაყენება პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილის მიერ, მან უბრალოდ პრევენციული განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფარსი, რომელიც მათ დადგეს, თითქოს რაღაც კოალიციური მთავრობის უნიკალური პრეცედენტი შექმნეს, საკუთარი თავის მოტყუებაა.

„თავის თავს რომ ატყუებენ და ჩვენს მოსახლეობას ატყუებენ, როგორ კადრულობენ ამას, შეურაცხყოფას აყენებენ ამით. რა წარმოდგენა აქვთ, რა ილუზიებში ცხოვრობენ, რომ ჰგონიათ, ადამიანები ამ ფარსს და ტყუილს დაიჯერებენ? ვინც დაასახელა ნიკა მელიამ, ყველა იყო „ნაცმოძრაობის“ წევრი. ვინ არის „გირჩი“ – ზურა ჯაფარიძე? „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. „ევროპული საქართველო“ ვინ არის, ადრეც მითქვამს და გავიმეორებ. კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ თავის დროზე. ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლა მოსახლეობის, თავისი ამომრჩევლის დასაბნევად, რომ თითქოს რაღაც დემოკრატია აქვთ შიგნით, ამ დროს ჩვეულებრივი დიქტატურაა. მათი ბუნება, მათი ნატურა არ შეიცვლება. იგივეა, კაცმა ეშმაკს დაუჯეროს. ერთი შედარება მინდა გავაკეთო, პარადოქსული და არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის შედარება ჰიტლერთან, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, გამოდის ფეიკი ჰიტლერი. როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანაც დაიწყო შიმშილობა და ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა. დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერს კიდევ მოეთხოვა ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ხალხს და მსოფლიოს რომ დაეჯერებინა, ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა. ამ კაცმა დაანგრია ქვეყანა, გადაუარა ქვეყანას, აწამა, ტანჯა, დახოცა პირდაპირ ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ომი წააგო და ჩააბარა კოდორი, სოფლები და შემდეგ ქვების გროვა უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს. როგორ შეიძლება, დღეს ნებისმიერ მოქალაქეს, მაჩვენეთ მაშინ, ვინ აძლევს ამ ადამიანს ხმას. ეს არის სირცხვილი, დანაშაული და ამ დანაშაულში თანამონაწილეობა.

მინდა, მათ ამომრჩეველს მივმართო. ძვირფასო ხალხო, ეს არის შეცდომა, მესმის, რომ შეიძლება ყველა არ არის კმაყოფილი დღევანდელი ხელისუფლებით, ეს ნორმალურიც არის. ჩვენთვის ერთის მხრივ ეს არის გაკვეთილის მომცემი, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტი უნდა ველაპარაკოთ ამომრჩეველს, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მათ ამომრჩეველსაც, რომ გავაგებინოთ რეალური სხვაობა თეთრსა და შავს შორის. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge