png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კობა ნაყოფიას გადაწყვეტილი აქვს ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევნების შემდეგ, იქ იწყებს მუშაობას კერძო კომპანიაში - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.10.2021
  • 12:45
კობა ნაყოფიას გადაწყვეტილი აქვს ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევნების შემდეგ, იქ იწყებს მუშაობას კერძო კომპანიაში - ღარიბაშვილი

ერთ მხარეს გვაქვს მოცემულობა, რომ არის ჩვენი კანდიდატი, ღირსეული ახალგაზრდა, პერსპექტიული, განათლებული, წესიერი კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ და არავითარი შემხებლობა, კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჰიპოთეტურად, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს.

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით სენაკში. პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ ულამაზეს თეატრში ვიმყოფებოდით და მინდა იცოდეს ყველამ, ეს თეატრი აღდგენილი არის „ფონდი ქართუს“ დაფინანსებით და ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. 10 მლნ. ლარი დაიხარჯა ამ ისტორიული თეატრის აღდგენაში და ეს არის მართლაც უნიკალური საჩუქარი სენაკისა და სენაკელებისთვის.

რაც შეეხება არჩევნებს, შეხვედრა გვქონდა ჩვენს საარჩევნო შტაბთან. სენაკში წარმოიდგინეთ როგორი სიტუაციაა - ერთ მხარეს გვაქვს მოცემულობა, რომ არის ჩვენი კანდიდატი, ღირსეული ახალგაზრდა, პერსპექტიული, განათლებული, წესიერი კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ და არავითარი შემხებლობა, კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან. მე მინდა ამ ადამიანს მივმართო და სენაკელებს მივმართო - რა პერსპექტივა აქვს და რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მითუმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვამბობ, რომც არჩეულიყო. ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის. მინდა სენაკელებს მივმართო თხოვნით - ძვირფასო სენაკელებო, ხმა უნდა მივცეთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იმიტომ, რომ სხვა შანსი, პერსპექტივა ამ ქვეყანას არ აქვს. მეორე მხარეს არის კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის და ვერც გააკეთებს. ეს არის ტყუილი, დადის და ატყუებს მოსახლეობას. თუ რამის გაკეთება მას უნდოდა პირადად, ჰქონდა ამის შესაძლებლობაც და თუ რამის სურვილი ექნებოდა რეალურად, შეეძლო რაიმე გაეკეთებინა. სახლიც კი არ აქვს სენაკში და სენაკის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას. ამ დროს, მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ მას აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევნების დამთავრების შემდეგ, ვინაიდან იქ იწყებს მუშაობას ერთ-ერთ კერძო კომპანიაში. ამაზე გვაქვს საუბარი, ეს არის ფარსი და სიყალბე, რაც მომდინარეობს ამ მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის გუნდისგან და მისი წევრებისგან. თვითონ სააკაშვილის გუნდის წევრებიც კი გარბიან, იმიტომ, რომ მათი ეს ბელადი ციხეშია მოგეხსენებათ, დიდხანს იქნება ციხეში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge