png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ვიდრე მის საქმეს ევროპული სასამართლო განიხილავს - ევროპარლამენტარები

  • პოლიტიკა
  • 19.10.2021
  • 22:57
 სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ვიდრე მის საქმეს ევროპული სასამართლო განიხილავს - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე განცხადებას ავრცელებენ, სადაც გამოდიან მოწოდებით, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილის, ვიდრე მის საქმეს განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

საქართველომ, ევროკავშირის ასოცირებულმა ქვეყანამ, აიღო ვალდებულება, დაიცვას ევროპული ღირებულებები და პრინციპები, როგორებიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

ქართველი ხალხი საქართველოს ევროპული მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია. საქართველოს ევროპელი პარტნიორები მოელიან, რომ მთავრობა და მმართველი პარტია სრულად განახორციელებენ და დაიცავენ ამ პრინციპებსა და სტანდარტებს.

ახალგაზრდა ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ კიდევ ებრძვიან პოსტ-ტოტალიტარულ პოსტსაბჭოთა ჩვევებს, როგორც ეს იყო იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, ჩანს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერმინისტრის დაკავება და პატიმრობა მსოფლიოს უგზავნის გამაფრხილებელ სიგნალს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შეიძლება გაუარესდეს.

ის ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას დევნის პოლიტიკური შემადგენელის შესახებ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს პოლიტიკურ მოტივებს ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების უკან, რაც სრულიად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემაში და ძირს უთხრის საქართველოს ხალხის ევროპულ არჩევანს.

საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მთავრობასა და მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ სიტუაციაზე და მისი მოგვარების საქმეში. ისინი არჩევანის წინაშე დგანან - გააგრძელონ უარყოფითი შედეგების გამოწვევა, გააძლიერონ პოლარიზაცია და უნდობლობა შიდა და საერთაშორისო დონეზე, სანამ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ან ყურადღება გაამახვილონ კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების დაცვაზე, რაც გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.

სააკაშვილის საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს არის გზა, რათა ევროპული მართლმსაჯულებით გადავწყვიტოთ საქართველოს მომავლისათვის უმნიშვნელოვანესი საქმე და ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს და იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად. სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, - ნათქვამია წერილში.







 


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge