png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროპელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

  • პოლიტიკა
  • 18.10.2021
  • 15:32
ევროპელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპელი პოლიტიკოსები წერილით მიმართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს.

წერილს ხელს აწერენ პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები, ყოფილი ელჩები, მათ შორის, ქართველი პოლიტიკოსები.

წერილის ხელმომწერები ითხოვენ, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, ვიდრე ის არ წარსდგება დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე.

მათი განცხადებით, სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არასოდეს ყოფილა საერთაშორისო დონეზე აღიარებული, რადგან ის წლების განმავლობაში თავისუფლად მუშაობდა და გადაადგილდებოდა ისე, რომ არასდროს დამდგარა მისი ექსტრადირების საკითხი.

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება, რასაც თავის მხრივ, უკიდურესი პოლარიზაცია და თავისუფალი მედიის გაკონტროლები სურვილი იწვევს.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, დიპლომატების, აქტივისტების უკანონო მიყურადება პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთ გამოვლინებაა.

ხელმომწერი პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა იმ საფრთხეების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველოც დგას.

ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა დუმილის დრო აღარ არის.

წერილზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება გზას გაუხსნის ქვეყანაში კრიზისის დასრულებას და საქართველოს იმ კურსზე დაბრუნებას, რომელსაც ქართველი ხალხი ესწრაფვის.

ხელმომწერთა შორის არიან:

ვალდის ზატლერსი - ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი

ვიქტორ იუშენკო - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი

კარლ ბილდტი - შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

ანა ფოტიგა - ევროპარლამენტარი

რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტარი

რაფაელ გლუკსმანი - ევროპარლამენტარი

რაიმუნდას ლოპატა - ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის წევრი, საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი

ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ლაურინას კასჩიუნასი - ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე

ლაიმა ანდრიკიენე - ლიეტუვის სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

არმინას ლაიდეკა - ლიეტუვის სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

ალგირდას ბუტკევიჩიუსი - ლიეტუვის სეიმის ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

ვალენტინას ბუკაუსკასი - ლიეტუვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

მიხაი კამინსკი - პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერი

პაველ ფიშერი - ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე

ეერიკ კროსი - ესტონეთის პარლამენტის წევრი

ბენ ჰოჯესი - ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი

დანიელ ჰამილტონი - დიდი ბრიტანეთის კონსერვატორთა პარტიის წევრი

ვალბურგა ჰაბსბურგ დაგლასი - შვედეთის პარლამენტის ყოფილი წევრი

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი - საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (2009 - 2013)

ვლადიმირ კარა-მურზა - რუსი ოპოზიციონერი და ბორის ნემცოვის ფონდის თავმჯომარე

ეკა ტყეშელაშვილი - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

დავით სიხარულიძე - თავდაცვის ყოფილი მინისტრი [2008-2009], პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლი საგარეო პოლიტიკის საკითხებში

ბათუ ქუთელია - საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2007-2008 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ელენე ხოშტარია - პოლიტიკოსი

თორნიკე გორდაძე - პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი

შოთა ღვინერია - საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში





გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge