png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 14.10.2021
  • 21:29
სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით - ნიკა მელია

"ვიდრე უთავმოყვარეო ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს.

როგორც არასდროს დღეს ყველა ამ ქვეყანაში და არამხოლოდ ამ ქვეყანაში თქვენი შემხედვარე არის ამაყი და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა, რომ არსებობთ. დიდი მადლობა, რომ გული გიძგერთ... დღეს ძალიან ემოციური დღეა... ძალიან ბევრი ემოცია ირევა და პირველ რიგში, პირველი ემოცია, ეს არის ბრაზი, ბრაზი იმიტომ, რომ აქ და ახლა, ჩვენს თვალწინ, საქართველოში ისტორიული უსამართლობა ხდება. თითოეული ჩვენგანი ძალიან მაგრად გაბრაზებულა ისტორიულ უსამართლობაზე საქართველოს ისტორიის წიგნებს როცა ვკითხულობდით. სადაც ბევრჯერ განგვიდევნია, შეგვივიწროვებია ან მოგვიკლავს კიდეც საქართველოს ერთგული, დიდი ქართველი. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის განვითარების მანძილზე.

მაგრამ დღეს, ის რაც ხდება, ამ ყველაფერს დღეს წიგნებში არ ვკითხულობთ... და დღევანდელი დღე საწინდარია იმისა, რომ კიდევ ერთი, ძალიან სამარცხვინო, საქართველოს ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად, ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა, საამაყო ფურცელს დაწერს. დღეს თქვენ ეს დაამტკიცეთ უკვე. მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც. მეორე ემოცია, რომელიც ამ ემოციებში ირევა, ეს არის იმედი. და რატომ იმედი - იმიტომ რომ ის, რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით. მაგრამ დღევანდელობას შევცვლით, შევცვლით თქვენი სიმრავლით, თქვენი სიმტკიცით და თქვენი სიმართლით. აი, ამ ყველაფრით შევცვლით ჩვენ რეალობას და დღევანდელობას.

კიდევ ერთი ემოცია რომელიც ირევა ახლა აქ, ეს არის სოლიდარობა. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ყველამ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ჩვენ ხელებს არ ჩამოვუშვებთ მანამ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს, - ამბობს ნიკა მელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge