png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა - მეუფე ნიკოლოზი

  • საზოგადოება
  • 13.10.2021
  • 19:18
იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მისი გზავნილი იყო სიძულვილის ენის დასრულება. მან საზოგადოების საყოველთაო შერიგებაზე ისაუბრა.

"მე ვერ გეტყვით როგორ გრძნობს თავს, მე რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი, ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი - ეს თქვენც გეხებათ, ვფიქრობ, რომ მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და აქედან გამოსავალი არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, ერთმანეთზე ცუდი საუბარი და ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომელს ტელევიზიებსაც შეიძლება მოუწოდოს, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, მიტევებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს მისატევებელი ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, ეს იწყება ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან - კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, 90-იანი წლები... და კიდევ ბევრი სხვა რამ. დღესაც ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი და ჩვენ, რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც მე ვუთხარი ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ მთელი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ჩვენ უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. იქ კი ნამდვილად ძალიან ბევრი რამ არის, დიდი სისხლია დაღვრილი ორივე მხრიდან და იქაც ანგარიშსწორება და სამართლებრივი მიდგომა არ იქნება მიზანშეწონილი. მე ბატონ მიხეილს ვთხოვე და მოგიწოდებთ თქვენც, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ეპოქა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმითი, რომ ჩვენი მოქმედი, ყოფილი და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ყველამ ერთმანეთთან გამოვნახოთ საერთო ენა.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ისეთი დანაშაულებია ჩადენილი, რომელსაც ვადა არ აქვს, ვადა არ გაუვა არასდროს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის ბრალდებისა და მსჯავრის წაყენების ნაცვლად ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა. ჩვენ ყველამ უნდა დავიწყოთ ფიქრი საერთო, საყოველთაო შერიგებაზე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge