png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ-ში დააკავეს ინჟინერი, რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავების მონაცემების გაყიდვას ცდილობდა

  • მსოფლიო
  • 11.10.2021
  • 12:42
აშშ-ში დააკავეს ინჟინერი, რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავების მონაცემების გაყიდვას ცდილობდა

შეერთებულ შტატებში დააკავეს სამხედრო ინჟინერი და მისი ცოლი, რომლებიც საღვარგარეთ ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ საიდუმლო მონაცემების გაყიდვას ცდილობდნენ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში წყვილი ჯონათან და დიანა თოებეეები საიდუმლო მასალებს აწვდიდნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტს, რომელიც თავს უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლად ასაღებდა.

ოჯახური წყვილს ბრალი დანაშაულებრივ შეთქმულებასა და ბირთვული ენერგიის შესახებ კანონის სავარაუდო დანაშაულისთვის წაუყენეს.

ჯონათან თოებე მუშაობდა ბირთვულ ინჟინრად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში ბირთვული დანადგარების შემუშავების პროგრამაში  და ჰქონდა წვდომა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ მონაცემებზე, მათ შორის ელემენტების დიზაინზე, რეაქტორების მუშაობის პარამეტრებსა და მახასიათებლებზე, რომელიც ბირთვულ წყალქვეშა ნავებზე გამოიყენება.

გამოძიების თანახმად, 2020 წლის 1 აპრილს თოებემ ფოსტით უცხო ქვეყნის მთავრობას გაუგზავნა საიდუმლო მასალების ნაწილი და შესთავაზა დანარჩენი მონაცემების გაგზავნაც. ეს წერილი ხელში ჩაიგდო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რის შემდეგაც ინჟინრისა და მისი ცოლის მიმართ დაიწყო თვალთავლი.  

2021 წლის ივნისში, ოჯახური წყვილი გაემგზავრა დასავლეთ ვირჯინიაში, სადაც კაფეში აპირებდა საიდუმლო მონაცემების დატოვებას.  ჯონათან თოებემ ცოლის დახმარებით სენდვიჩში მოათავსა  SD-ბარათი საიდუმლო მასალებით. 2021 წლის 28 აგვისტოს წყვილმა ჩაატარა მსგავსი ოპერაცია, მაგრამ ამ ჯერზე მინაცემების მატარებელი მოათვსა საღეჭი რეზინის შეფუთვაში.

2021 წლის 9 ოქტომბერს სავარაუდო დამნაშავეები დააკავეს. თუ რომელი ქვეყნისთვის აპირებდა წყვილი ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავების რეაქტორების გეგმის გადაცემას, იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში საუბარი არ არის.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge