png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება, დავუშვათ მეორე ტრაგიკული ბედის პრეზიდენტის ისტორიის შექმნა - "ლელო" სააკაშვილზე

  • პოლიტიკა
  • 11.10.2021
  • 10:00
საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება, დავუშვათ მეორე ტრაგიკული ბედის პრეზიდენტის ისტორიის შექმნა - "ლელო" სააკაშვილზე

პარტია ლელო მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის დამძიმებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას.   

„მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების დროსა და ფორმაზე შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ დღეს პრეზიდენტის ციხეში ყოფნა ურთულეს პოლიტიკურ რეალობას ქმნის. სიტუაციას ამძიმებს საქართველოში არსებული პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების პირდაპირი დადასტურებაა. ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევა და მათ მიერ გამოთქმული პატიმრის ღირსების შემლახავი შეფასებები სრულად გაცდენილია პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და მორალის ჩარჩოებს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხეში გამოცხადებული შიმშილობა კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ ვითარებას. შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე შესაძლოა, დრამატულად სახიფათო აღმოჩნდეს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მათ. აქ მხოლოდ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა არ დგას. საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება, დავუშვათ მეორე ტრაგიკული ბედის პრეზიდენტის ისტორიის შექმნა. ასეთი დამღით ქართული საზოგადოება ვეღარასოდეს შეძლებს სამოქალაქო ერთობას და ნორმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-10 დღეა შიმშილობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge