ავღანეთში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 08.10.2021
- 18:45
ავღანეთში, კუნდუზის პროვინციაში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
გაეროს მისიის ინფორმაციით, დაღუპულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეჩეთში ეს უკვე მეორე აფეთქებაა. კვირას, ქაბულში, მეჩეთთან მომხდარ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200