png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • ეს საინტერესოა
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ მოხსენება წარადგინა

  • პოლიტიკა
  • 08.10.2021
  • 12:35
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ მოხსენება წარადგინა

2021 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 48-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან" შესრულების თაობაზე უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ეხება.

სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაერო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში შექმნილი რთული ჰუმანიტარული მდგომარეობის თაობაზე. ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად პანდემიისა, უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს სიცოცხლის უფლების ხელყოფის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, გატაცებების, თვითნებური დაკავებების და ჯანმრთელობის უფლების დარღვევის შემთხვევებს. ამავე კონტექსტში ხაზი გაესვა, რომ ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია - რუსეთის მუდმივი დესტრუქციული ქმედებები ქმნის იძულებით გადაადგილების ახალ საფრთხეს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან მავთულხლართების უკანონო აღმართვამ, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვამ და სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ გამოიწვია ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება და ადამიანების გარდაცვალება.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე, რომლის უახლეს ნათელ მაგალითებს, ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. „შეთანხმების" ხელმოწერა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის დუმის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა წარმოადგენს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების ხელყოფის ფაქტებს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიერ პასუხისმგებლობაზე თავის არიდების მცდელობისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს და ასევე, ადგენს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ.

აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და აფერხებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას, რათა მოხდეს რუსეთის მიერ, ევროკავშირის შუამდგომლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების, უპირველესად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვება.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მომზადდა 2021 წლის 24 მარტს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის (თანამშრომლობა საქართველოსთან) მოთხოვნის შესაბამისად.

გამომდინარე იქიდან, რომ გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს, გასული წლების მსგავსად, კვლავაც არ მიეცათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, უმაღლესი კომისრის ანგარიში შეიცავს მოწოდებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უმაღლესი კომისრისა და სხვა საერთაშორისო თუ რეგიონული ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების დაშვების თობაზე.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის დელეგაციებმა.

დელეგაციები მიესალმნენ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მიღებას. ამასთან, დელეგაციებმა გამოხატეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. ასევე, შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, განათლებისა და საკუთრების უფლების დარღვევის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, თვითნებური დაკავებების, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევებზე. ხაზი გაესვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას და აღინიშნა, რომ ამ უკანასკნელმა დადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროება და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge