png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არჩევნებში 47%-ის აღებით წერტილი დაესვა 43%-ის არსებობა-არ არსებობას, ლეგიტიმაციის, სანდოობის პრობლემას - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.10.2021
  • 21:01
არჩევნებში 47%-ის აღებით წერტილი დაესვა 43%-ის არსებობა-არ არსებობას, ლეგიტიმაციის, სანდოობის პრობლემას - ღარიბაშვილი

გუშინდელმა არჩევნებმა ხელახლა დაამტკიცა ხალხის ნდობა და მანდატი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა 2020 წელს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება 2024 წლამდე არჩევნებს არ დაუშვებს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ქართველმა ხალხმა გააუქმა 19 აპრილის უსამართლო შეთანხმება, რომელიც მმართველმა გუნდმა ცალმხრივად გააფორმა ნაცმოძრაობასთან.

“თვითმმართველობის არჩევნებში 47%-ის აღებით წერტილი რა თქმა უნდა დაესვა 43%-ის არსებობა- არ არსებობას, ზოგადად, ლეგიტიმაციის, სანდოობის პრობლემას და ასევე, ამ არჩევნების შედეგით საბოლოოდ დამტკიცდა და განმტკიცდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც. რეალურად, გუშინდელმა არჩევნებმა ხელახლა დაამტკიცა, დაამოწმა ხალხის ნდობა და მანდატი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და შემდეგ ახლა უკვე გუშინ. ასე რომ, ჩვენი მოსახლეობის წინაშე

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, 100%-ით გიდასტურებთ, რომ არავითარი ახალი არჩევნები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ განიხილება და ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის არჩევანია. კიდევ ერთს დავამატებ, ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” გააუქმა 19 აპრილის შეთანხმება და აქვე ვიტყოდი შემდეგს, რომ გუშინდელი არჩევნების შედეგებით ქართველმა ხალხმა გააუქმა ეს უსამართლო შეთანხმება, რომელიც ჩვენ ცალმხრივად გავაფორმეთ ნაცმოძრაობასთან”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge