png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

  • პოლიტიკა
  • 03.10.2021
  • 13:10
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

"წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების პოლიტიკური ნება და საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშში, სადაც საუბარია 2 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვების შედეგებზე.

ორგანიზაციამ არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებით, მათმა დამკვირვებლებმა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევის შესახებ შეატყობინეს, რის გამოც დაიწერა 30 საჩივარი და მარნეულში ორი უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

"ასევე, დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ჟურნალისტებზე შეურაცხყოფის, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და სხვა შემთხვევები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათზე მეტი ხნის შემდეგ წარადგინა, რაც მისივე პრაქტიკის გაუარესებაა. ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემა მარნეულის საარჩევნო ოლქის ორ და ნინოწმინდის ოლქის ერთ უბანზე ჩვენმა დამკვირვებლებმა ერთი და იმავე პირის მიერ ხმის რამდენიმეჯერ მიცემის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს, რაც აღბეჭდეს ვიდეო/ფოტო კადრებზე", - ნათქვამია ანგარიშში.

ძალადობა/ჟურნალისტების შეურაცხყოფა

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ალი ბადიროვის განცხადებით, მისი პარტიის ერთ-ერთი აგიტატორი "ქართული ოცნების" აგიტატორმა მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა.

დღის განმავლობაში რამდენიმე ჟურნალისტს საარჩევნო უბნების გარეთ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ბოლო ორი არჩევნების დროს პრობლემური ტენდენციის ხასიათი მიიღო.

შედეგების შეჯამების შეფერხება

"ზუგდიდის, საბურთალოს, ნაძალადევისა და ფოთის საარჩევნო ოლქების უბნებზე კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესი გაიწელა. კომისიამ მხოლოდ ოქმის ასლი შეავსო, საოლქო საარჩევნო კომისიას გაუგზავნა და ორიგინალის შევსებისგან თავს იკავებდა. მსგავსი შემთხვევების შესახებ საუბრობდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, შემაჯამებელი ოქმების შევსებამდე ისინი საოლქო კომისიებისთვის ეჩვენებინათ. მსგავს პრაქტიკას არ ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსი და საუბნო კომისიების კომპეტენციაში არაგონივრულ ჩარევად შეიძლება მივიჩნიოთ", - ვკითხულობთ ანგარიშში.

დამკვირვებლის საქმიანობის შეფერხება, შეურაცხყოფა, ზეწოლა

როგორც კენჭისყრის, ისე არჩევნების შედეგების შეჯამების ეტაპზე ჩვენი დამკვირვებლის საქმიანობის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზეწოლის ათამდე შემთხვევა დაფიქსირდა.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

ორგანიზაცია "კავშირი მწვანე დედამიწის" რამდენიმე დამკვირვებელი არღვევდა კენჭისყრის ფარულობას და ჩვენს დამკვირვებელს საქმიანობაში ხელს უშლიდა. ცესკოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ამ ორგანიზაციას ჯამში 3,213 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული.

"საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის" წარმომადგენელი არღვევდა კენჭისყრის ფარულობას და სავარაუდოდ ზემოქმედებდა ამომრჩევლის ნებაზე. ამ ორგანიზაციას 483 დამკვირვებელი ჰყავს.

ხუთ უბანზე კენჭისყრის ფარულობის განმეორებით დარღვევებს ჰქონდა ადგილი, როდესაც კონკრეტული პირები საარჩევნო კაბინაში მიჰყვებოდნენ ამომრჩევლებს ან ჰქონდათ ამის მცდელობა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები

"საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის დაკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა მარნეულის მე-13 უბანში რამდენჯერმე მისცა ხმა. ორგანიზაციას 894 დამკვირვებელი ჰყავს.

ორგანიზაცია "საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველომ" დამკვირვებლად დაარეგისტრირა "ქართული ოცნება-მრეწველების" ახალციხის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც კანონის დარღვევით იმყოფებოდა უბანზე - საკრებულოს წევრს ეკრძალება დამკვირვებლად ყოფნა. ამ ორგანიზაციას სულ 2,338 დამკვირვებელი ჰყავს დარეგისტრირებული.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

დუშეთის ერთი უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებელმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირა. გარდა ამისა, მედიით გავრცელდა რამდენიმე სავარაუდოდ მსგავსი შემთხვევის შემცველი ფაქტი.

ახალი დიზაინის კენჭისყრის კაბინები

თბილისის ოლქებში ახალი დიზაინის კენჭისყრის კაბინები იქნა გამოყენებული, რომელთა წინა ნაწილი ამოჭრილი იყო. ამ კაბინების გამოცდის მიზანი – აღეკვეთა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების და მისი უბნიდან გატანის შემთხვევები, ლეგიტიმური იყო, თუმცა, განსაკუთრებით მცირე უბნებზე მსგავსი კაბინები დისკომფორტს უქმნიდა ამომრჩეველს კენჭისყრის ფარულობის დარღვევის რისკების გამო. მსგავსი კაბინების გამოყენება კიდევ უფრო პრობლემური შეიძლება იყოს რეგიონებში, სადაც ამომრჩეველი მეტად დაუცველია ზეწოლისგან.

რეკომენდაციები

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი.

"საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეადგინონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, ამ პროცესში არაგონივრული ჩარევის თაობაზე; კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მაღალი რისკის გამო ახალი დიზაინის კაბინების გამოყენება გადახედვას საჭიროებს, თუმცა, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მსჯელობა ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხის შესამცირებლად; საჭიროა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციისა და სამუშაო ეთიკის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge