png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მთელ საქართველოში და დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 02.10.2021
  • 21:50
 მთელ საქართველოში და დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს - გიგი უგულავა

ფოთში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ოპოზიციის საერთო კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, ახლა მიმდინარეობს დათვლის ეტაპი, მაგრამ წინასწარი მონაცემებით მეორე ტური იქნება.

"მინდა, ნიკა მელიას ძალიან შთამბეჭდავი შედეგი მივულოცო. თბილისში მეორე ტურია, ნიკა ლიდერობს და მინდა, მას წარმატება ვუსურო.

რაც შეეხება ფოთს, ჩვენი მონაცემებით, აქ მერის ნაწილში არის მეორე ტური. ახლა მიმდინარეობს დათვლის ეტაპი, მაგრამ წინასწარი მონაცემები, რაც გვაქვს, მეორე ტური გვექნება. რაც შეეხება დანარჩენს, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებენ ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე. ჩვენ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს, ჩვენ დავდეთ მეორე ტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებამდე ძალიან პატარა ნაბიჯია დარჩენილი. მთელ საქართველოში და დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს. შესაბამისად, ეს შედეგი სულ მალე დადგება, რაც დათვლის პროცესი დასრულდება. ამიტომ, მინდა ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს მივულოცო. დიდი ეპოქა იწყება, მათ შორის აქ, ფოთში. დიდი მნიშვნელობა ექნება საკრებულოების კონფიგურაციას იმისთვის, რომ ჩვენი გეგმები განვახორციელოთ. არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს და არცერთი ხმა არ უნდა გაყალბდეს“,- განაცხადა უგულავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge