png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

არ დავდგებით მუხლებზე, ქართული მედია არის დაუმარცხებელი - ვახო სანაია

  • საზოგადოება
  • 30.09.2021
  • 18:15
 არ დავდგებით მუხლებზე, ქართული მედია არის დაუმარცხებელი - ვახო სანაია

ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან, დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ვახო სანაია დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის სასამართლოში შეტანას.

ვახო სანაიას განცხადებით, ქართული მედია არის დაუმარცხებელი.

"ახლა ვდგავართ ამ შენობის მე-17 სართულზე. მახსენდება 2001 წელი, როცა აქ, ამ დერეფანში შემოვიდა უშიშროების სამსახური და აქაა ნანა, რომელიც ბევრი წელი მუშაობდა რუსთავი 2-ში, ყველას ახსოვს ეს. მახსენდება იმედი და რა მოხდა 2007 წელს. ვხედავ ნინოს - რა მოხდა მაესტროსთან დაკავშირებით. ვხედავთ ქეთის, ირაკლის, გიორგის, ზუკას, მიშას - რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ წაიღო, მაგრამ სამი არხი მიიღო.

თქვენი დაქვემდებარებული სასამართლოების, სტრუქტურების საშუალებით, რაც უნდა გააკეთოთ - არ დავდებთ კალამს, კამერებს, არ დავდგებით მუხლებზე, ქართული მედია არის დაუმარცხებელი.

შემთხვევით არ ჩამომითვლია ყველა ხელისუფლების დროინდელი საქმეები - ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან, დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც. ჩვენ გაჩვენებთ ეგზიტპოლის შედეგებს საღამო რვა საათზე, გაჩვენებთ იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი და ავსახავთ იმ რეალობას, რასაც ყუთში ჩააგდებს ამ ქვეყნის მოსახლეობა", - თქვა ვახო სანაიამ.

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სარჩელს ტელეკომპანია "ფორმულა" საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge