png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები - მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 30.09.2021
  • 14:50
გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები - მდინარაძე

გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები, განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი განმარტებით, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება პროვოკაციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

"როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებამდე დარჩა 2 დღე. ყველა ხედავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა რაიმე არსებითი დარღვევები, რომელსაც არჩევნების შედეგებზე თუნდაც უმნიშვნელო გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა.

გასული დღეების განმავლობაში განხორციელებული არაერთი პროვოკაციის მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პარტიის იმ წევრებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც პროვოკაციებსა და შეურაცხყოფას მშვიდი რეაგირებით უპასუხეს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კენჭისყრის დღე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები და დესტრუქციული ქმედებები ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი. დესტრუქციული გეგმების შესახებ მრავლად შემოდის გამოჟონილი ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან. ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ძირითად მოსალოდნელ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებზე:

2020 წლის არჩევნების ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც გეგმავენ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის მიზანია, ერთი მხრივ, ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას კომისიების საქმიანობას. აქვე შეგახსენებთ, რომ საჩივრების ელექტრონული პლატფორმის შემოღებასთან ერთად, საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანა არსებითად გამარტივდა;

ცალკეულ უბნებზე იგეგმება საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის (საარჩევნო სიების, ბეჭდების და ა.შ.) მოპარვა;

ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნებზე, ამ შემთხვევაშიც, ხელმოწერების მანიპულირებისა და საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გამოტანის გზით, გეგმავენ დისბალანსების ხელოვნურად გამოწვევას;

იგეგმება საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შესამცირებლად.

ასევე, რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას, ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბანზე არც ერთი საარჩევნო დარღვევა არ დაფიქსირდება. ამგვარი უკანონო დავალების გამცემებიც და შემსრულებლებიც კანონის წინაშე აგებენ პასუხს, ბუნებრივია.

გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ პირადად ჩაატარა შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებთან და დაავალა 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლა (აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრებია: 32, 34, 36, 38, 40, 42, 11, 15, 17, 19, 23, 21, 61, 62, 64, 71, 72, 20, 28, 27, 102 და 103). ყველას შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამგვარი ქმედებებისთვის ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

ბუნებრივია, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება პროვოკაციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრების, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით. ამგვარი პროვოკაციების პილოტირება გასულ დღეებში უკვე განახორციელა ნაციონალურმა მოძრაობამ ზვიად კუპრავას შესრულებით. ვაფრთხილებთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ ამგვარი ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი და ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს.

„ქართული ოცნება“ სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ამომრჩეველს თავისუფალ და მშვიდ გარემოში ხმის მიცემის საშუალება მიეცეს.

დიდი მადლობა, 2 ოქტომბერს ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ", განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge