png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბათუმში "თეგეტა აკადემიაში" სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ტრენინგი დაიწყო

  • საზოგადოება
  • 29.09.2021
  • 15:25
ბათუმში "თეგეტა აკადემიაში" სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ტრენინგი დაიწყო

დასავლეთ საქართველოში თეგეტას დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპი სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის სასწავლო კურსით დაიწყო.

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს. ტრენინგის მონაწილეებს სწავლებას კომპანია სრულად უფინანსებს.

სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" ფილიალებში დასაქმდებიან სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. ტრენინგის მსმენელები ბათუმის გარდა ფოთიდან და ქუთაისიდან შეირჩნენ. ბათუმში მათი ცხოვრების ხარჯებსაც თეგეტა ფარავს.

პირველ სატრენინგო დღეს მომავალ თანამშრომლებს "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" გუნდის წევრებმა უმასპინძლეს. მისალმებისა და გაცნობის შემდეგ საინფორმაციო ტური მოუწყეს და სატვირთო და სპეცტექნიკის შოურუმი დაათვალიერებინეს.

"უკვე რამდენიმე წელია ჩვენმა ჰოლდინგმა მიზნად დაისახა ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით. თეგეტა აკადემიის ტრენინგების საშუალებით თბილისში წარმატებით მომზადდა ასობით ახალი კადრი საავტომობილო სფეროსთვის. ამჯერად დასავლეთ საქართველოს ფილიალებისთვის ტრენინგები ბათუმის აკადემიაში იწყება. სწავლის დასრულების შემდეგ, აკადემიელები სტაჟირებაზე "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" ბათუმის, ქუთაისის და ფოთის სერვისცენტრებში გადანაწილდებიან. განსაკუთრებით გვახარებს დაინტერესება ქალების მხრიდან. ამ ეტაპზე, ჩვენს გუნდს რეგიონებში 5 ქალი შეემატება", - მარიამ ჩოხელი, "თეგეტა მოტორსის" სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების HR ბიზნეს პარტნიორი.

ავტორიზებული კოლეჯი "თეგეტა აკადემია" 2018 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა ავტო მომსახურების სფეროსთვის. თეგეტა აკადემიის ტრენინგ-კურსებს უძღვებიან ადგილობრივი და მოწვეული უცხოელი ტრენერები, ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები "ბოშის", "მოტულის", "პორშეს", "ტოიოტას" და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდებიდან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge