პირველადი საპროგნოზო მონაცემებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები იმარჯვებენ
- მსოფლიო
- 26.09.2021
- 21:53
პირველადი საპროგნოზო მონაცემებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ. მედიის ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატებს 24.9-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ალიანსს კი 24.7 პროცენტი უჭერს მხარს.
გარემოს დამცველ „მწვანეთა პარტიას“, რომელიც, არსებული მონაცემებით, მესამე ადგილზეა, ხმების 14.8 პროცენტი აქვს, რაც აღნიშნული პარტიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200