png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

  • პოლიტიკა
  • 17.09.2021
  • 23:34
იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

ნამდვილად არ მჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და ჩამოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, დაუყოვნებლივ შევა ციხეში და ამ პროცესს ვერავინ ამ ქვეყანაში, ამ მიწაზე, ვერ შეეწინააღმდეგება.

"7 არჩევნები ჩავატარეთ, 7 არჩევნებში მოვუგეთ მის ამ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას და დათვალეს, რომ 16-ჯერ აქვს ადამიანს ნათქვამი, თუ „დამუქრებული“, რომ ჩამოვალ, ჩამოვალ, ჩამოვალ და. ა.შ. მაგრამ არ ჩამოდის. ვიცი რა, რომ ყურადღებას აღარ აქცევს თავის პარტიას, არც დაფინანსებას უგზავნის, არც არაფერს, სხვათაშორის მე გეტყვით, რომ 3 სახლს იშენებს უკრაინაში და ბიზნესმენების დატერორებით არის დაკავებული. ზუსტი ინფორმაცია მაქვს ჩვენი მეგობრებისგან. ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ესა თუ ის ბიზნესმენი უკვეთავს სააკაშვილს კრიტიკას, ეს იღებს ამ კონკრეტული დავალების შესრულებაში კონკრეტულ გასამრჯელოს და ასე ცხოვრობს ეს ადამიანი, ჩვეულებრივი მავნებელი ადამიანი. ჩამოვიდეს, ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში ამ ადამიანს.

სააკაშვილი დღეს არის ბრალდებული და მსჯავრდებული, მათ შორის, ძალიან მძიმე დანაშაულებებზე, მათ შორის, ერთ-ერთი გავიხსენე, თუნდაც ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის, ცემის ფაქტი, რომელიც სააკაშვილმა შეუკვეთა და ლამის მოკლეს ეს კაცი, გირგვლიანის საქმე, 26 მაისი, უამრავი ძალადობრივი საქმეები და მათ შორის, მე ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ, მთელი ეს ძალადობა, რაც ხდებოდა ქვეყანაში, ეს ხდებოდა სააკაშვილის გარეშე. ეს არის ძალადობრივი საქმეები და რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ შევეკითხებით კანონი უნდა აღსრულდეს, თუ არ უნდა აღსრულდეს ამ მოძალადე ადამიანის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20% დააკარგვინა, გადასცა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი რუსეთს და რუსული ჯარი შემოიყვანა, დააბრუნა საქართველოში. ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს ავუხსნით და მათ იციან ძალიან კარგად, ვინ არის სააკაშვილი. მე ინფორმაცია მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების დაჟინებული თხოვნა, მუქარა მის მიმართ არის, რომ არ ჩამოვიდეს თბილისში. მორიგი შოუ აქვს მოფიქრებული, რომ აქ, თავის გუნდს აჩვენოს, რომ მას უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ვინაიდან ესენი არ სთხოვენ ჩამოსვლას, მაშინ არ ჩამოვა. სხვათაშორის, მელია, რომელიც არანაკლებ არის მისი ხაზი და მისი პოლიტიკის გამტარებელი ჩვეულებრივი, მათ ერთხელ უკვე ერთად დაანგრიეს, მთელმა გუნდმა, ბანდამ, ჩვენი ქვეყანა და ამდენი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ არავის. მათ შორის, მე გუნდის შიგნიდანაც ვიცი, რომ ისინიც ეწინააღმდეგებიან და მათაც კი არ სჯერათ სააკაშვილის ამ დაპირების, ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩამოვა თუ არა, დაუყოვნებლივ შევა ციხეში და რა თქმა უნდა, ამ პროცესს ვერავინ ამ ქვეყანაში, ამ მიწაზე, ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, სახელმწიფო კანონის ძალით და კანონის სახელით ყველას მიუზღავს და თავის ადგილს მიუჩენს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge