png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჩააცვეს, დაახურეს, კაცად აქციეს, მთელი გუნდი გადაეფარა, გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა - ღარიბაშვილი გახარიაზე

  • პოლიტიკა
  • 17.09.2021
  • 23:21
ჩააცვეს, დაახურეს, კაცად აქციეს, მთელი გუნდი გადაეფარა, გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა - ღარიბაშვილი გახარიაზე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მისი წინამორბედის, გიორგი გახარიას შესახებ საუბრობს და მას "შეცდომას" უწოდებს. "ღამის კურიერის" ეთერში პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის, რაც გიორგი გახარიამ გააკეთა, ღალატი იყო და მისი ამ გადაწვეტილებით პირველ რიგში საკუთარი თავი და გუნდი დააზიანა.

"გიორგი გახარია არის შეცდომა, მე თუ მკითხავთ და ძალიან სამწუხაროა. მე ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორო, ეს კაცი იყო არავინ, ჩამოვიდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გია ხუხაშვილმა გაუწია რეკომენდაცია და მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად და შემდეგ პრემიერ-მინისტრად. ეს ყველაფერი ხდება რა თქმა უნდა, პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით, ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა და ეს არავინ აქცია კაცად. ჩააცვეს, დაახურეს, კაცად აქციეს, მთელი გუნდი გადაეფარა მას, გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა. ეს შეფასება პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა, ეს ჩვეულებრივი ღალატია, სხვა არაფერი არ შეიძლება უწოდო ამას.

ეს ნორმალურია, ერთი იუდა ყველა გუნდშია და არაფერი გასაკვირი არ არის ადამიანისთვის, ამის მაგალითები უამრავი არსებობს, ყველა ქვეყანაში, ყველა გუნდში, ყველა ორგანიზაციაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მან საკუთარ თავს გაუკეთა პირველ რიგში ცუდი საქმე და რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვაზიანა, გუნდი დააზიანა და მან უღალატა გუნდს და სახელმწიფოს უღალატა პირველ რიგში, როცა მან კანონის აღსრულებაზე თქვა უარი და გადაეფარა ნიკა მელიას, მოძალადე კაცს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, კანონს, სახელმწიფოს და ამ აღსრულების წინააღმდეგ წავიდა და გადადგა. ამის ანალოგია არ მოიძებნება ალბათ მსოფლიოში.

ჩემთვის გახარია დამთავრებულია, ახლა წავიდა მერის არჩევნებში, იცის, რომ კახი კალაძე იმარჯვებს პირველივე ტურში ყველა გამოკვლევით და ალტერნატივა არ აქვს კახას. მავნებლურად წავიდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა იმის გამო, რომ იქნება თეორიულად მეორე ტურის ალბათობა გაზარდოს”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge