png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ან იდალგო 2022 წლის საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

  • მსოფლიო
  • 12.09.2021
  • 15:06
ან იდალგო 2022 წლის საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

პარიზის მერმა ან იდალგომ განაცხადა, რომ 2022 წლის საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

„გადავწყვიტე, კენჭი ვიყარო საფრანგეთის რესპუბლიკის პრზეიდენტის პოსტზე“- განაცხადა იდალგომ რუანში სიტყვით გამოსვლისას.

ან იდალგო პარიზის მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. ის პირველი ქალია, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა. იდალგო ქალაქის თავი იმ მძიმე პერიოდში იყო, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქმა რამდენიმე ტერორისტული აქტი, „ყვითელი ჟილეტების“ აქციები და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი გადაიტანა.

ან იდალგო სოციალისტური პარტიის წევრია, ის პოლიტიკაში 1997 წლიდანაა. ან იდალგო ამჟამად 62 წლისაა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის 10 აპრილს არის დაგეგმილი.

სეტქემბერში Harris-Interactive-მა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად, არჩევნები დღეს რომ გამართულიყუო, ახლანდელი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მცირე სხვაობით აჯობებდა ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერ მარინ ლე პენს. გამოკითხვის მიხედვით, მაკრონი პირველ ტურში აიღებდა ხმათა 26 პროცენტს, მარინ ლე პენი კი - 24%-ს.

იგივე გამოკითხვის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელი, ვალერი პერკესი პირველ ტურში მიიღებდა ხმათა 14 პროცენტს, შესაბამისად, მესამე ადგილს ის დაიკავებდა.

მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში მაკრონი მიიღებდა ხმების 55 პროცენტს, ლე პენს კი მხარს ამომრჩეველთა 45 პროცენტი დაუჭერდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge