png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე 4 წლის წინ იყო - კალაძე

  • პოლიტიკა
  • 06.09.2021
  • 21:16
განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე 4 წლის წინ იყო - კალაძე

ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე იყო 4 წლის წინ - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დღეს, მინდა გულწრფელად გესაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გავაკეთეთ, ასეთი ნამდვილად ბევრია და არაერთხელ გვისაუბრია, არამედ მინდა ისიც შეგახსენოთ, თუ რისი გაკეთება დავგეგმეთ ამ ოთხი წლის წინ, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, სამწუხაროდ, შეფერხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს პროექტები არ განხორციელდება პირიქით ამასაც გავაკეთებთ და ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.

აუცილებლად განვავრცობ თითოეული პროექტის სამომავლო გეგმებს, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ამ პროექტების რეალიზებას შემდგომი წლების განმავლობაში და გაგაცნობთ საარჩევნო პროგრამის საკვანძო მიმართულებებს, ამის შესახებ მომდევნო დღეებში სათითაოდ, თემატურად უფრო დეტალურ პრეზენტაციებს წარმოგიდგენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ფუნდამენტური პრობლემების მოსაგვარებლად მან და მისმა გუნდმა 2017 წელს შექმნეს ამბიციური და ამავდროულად რეალისტური პროგრამა, რომელიც შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არსებითი, მაშტაბური რეფორმების დაწყებას გულისხმობდა.

„ოთხი წლის წინ, მე და ჩემმა გუნდმა ჩავიბარეთ ქალაქი, სადაც წინა მმართველებმა არაერთი კარგი საქმე გააკეთეს, თუმცა აგრეთვე უდიდესი პრობლემები დაგვრჩა მემკვიდრეობად. უკანასკნელი 30 წლის ისტორიის ქარტეხილების, სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური, გნებავთ, მორალური მიზეზების გამო, სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში ფუნდამენტური პრობლემების აღმოფხვრაზე საფუძვლიანად და სისტემურად ზრუნვა ვერავინ შეძლო. მეტიც, ზოგიერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ რიგი პრობლემები კიდევ უფრო მოცულობითი გახადა და ეს არასწორი გადაწყვეტილებები ქალაქის ინტერესებს დღესაც კი აზიანებენ.

ამ საკითხების მოსაგვარებლად და განვითარების სწორ, შეუქცევად გზაზე თბილისის დასაყენებლად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა 2017 წელს შევქმენით ამბიციური და ამავდროულად, რეალისტური პროგრამა, რომელიც შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არსებითი, მაშტაბური რეფორმების დაწყებას გულისხმობდა. ეს იყო სტრატეგიული ჩანაფიქრი - ერთადერთი სწორი გამოსავალი დედაქალაქის განახლების და ევროპულ სტანდარტზე მიახლოების მიზნის მისაღწევად.

დიდი მადლობა ყველა თბილისელს, ვინც ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა კარგად გააცნობიერა და ქალაქის საჭიროებები პირად კომფორტზე წინ დააყენა, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

ამ შვიდი პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე თბილისელებს უკვე ჩავაბარე დეტალური ანგარიში და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე იყო 4 წლის წინ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge