png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

2 ოქტომბერს ძლიერად გავიმარჯვებთ, რადგან "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.09.2021
  • 15:08
2 ოქტომბერს ძლიერად გავიმარჯვებთ, რადგან "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ 7 არჩევნებში ძლიერად გავიმარჯვეთ და ახლაც, მე-8 არჩევნებში, 2 ოქტომბერს, ასევე ძლიერად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, გონივრული მართვით და ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება, პასუხისმგებლიანი ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაცვაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

"მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებთ და დღეს წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატს, ჩვენთვის საამაყო სპორტსმენს, გიორგი ნემსაძეს. კაცი, რომელმაც თავისი შრომით მიაღწია წარმატებას და საამაყოა ჩვენთვის ყველასთვის და კაცი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაუბრუნდეს თავის მშობლიურ ცაგერს და მოემსახუროს ცაგერს და მის მოსახლეობას. მადლობა გიორგის ამ პატრიოტიზმისთვის და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის სიყვარულისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოქმედ მერს, ბატონ ავთოს მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვო წარმატება შემდგომ საქმიანობაში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, "ქართული ოცნების" თითოეულ წევრს, დამფუძნებელს, მათაც, ვინც 2012 წლის შემდგომ შემოგვიერთდა და ჩვენს დიდი ოჯახს გვერდში დაუდგა. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთგულებით, ჩვენ 7 არჩევნებში ძლიერად გავიმარჯვეთ და ახლაც, მე-8 არჩევნებში, 2 ოქტომბერს, ასევე ძლიერად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, გონივრული მართვით და ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება, პასუხისმგებლიანი ძალა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე, უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე", - განაცხადაა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge