png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ნორვეგიის საგარეო უწყება საქართველოს მადლობას უხდის

  • პოლიტიკა
  • 03.09.2021
  • 12:25
ნორვეგიის საგარეო უწყება საქართველოს მადლობას უხდის

2 სექტემბერს, ნორვეგიული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ინე ერიქსენ სორეიდეს შორის.
სატელეფონო საუბრისას ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც საქართველომ შეიტანა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენების განხორციელებისას. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეასრულა ავღანეთიდან სამოქალაქო და სამხედრო პირების  სასწრაფო ევაკუაციისა და ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული პროცესების მართვაში. მინისტრმა სორეიდემ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა პარტნიორებისთვის ავღანეთში არსებული კრიზისული ვითარების ფონზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ნორვეგიულ მხარეს მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
მხარეებმა მიმოიხილეს, ასევე, რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარება და გამოწვევები. დავით ზალკალიანმა  ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და რეგიონში რუსეთის მზარდი მილიტარიზაციის საკითხზე. აღინიშნა საქართველოს კონსტრუქციული მიდგომა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. ნორვეგიელ კოლეგასთან საუბრისას მინისტრმა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების მეტი ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი,  მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა, ასევე, საქართველოში კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებით. დავით ზალკალიანმა ნორვეგიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობისა და ვაქცინაციის პროცესის დადებითი დინამიკის თაობაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე, ქვეყნის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების თაობაზე და გამოხატა იმედი, რომ იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  სამომავლოდ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირების სწრაფ აღდგენას.
საუბრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა თანამშრომლობისა გაღრმავებისა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge