png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თეგეტა მოტორსმა თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

  • საზოგადოება
  • 11.08.2021
  • 17:21
თეგეტა მოტორსმა თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თეგეტა მოუწოდებს გუნდის წევრებს, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. თეგეტა მწვანე ზონა - კომპანიაში ამ სახელწოდებით ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია მიმდინარეობს. თეგეტა თანამშრომლების Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად მოტივაციისთვის რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. 

მსურველებისთვის თეგეტა აორგანიზებს მასობრივ ვაქცინაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - რეგისტრაციისა და ვაქცინაციის კაბინეტებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფით.

ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად კომპანიის შიგნით მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია - თეგეტას გუნდის წევრებს ყოველდღიურად ეგზავნებათ ცნობიერების ასამაღლებელი ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით. კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრა პროფესიონალებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომლებიც თეგეტელების კითხვებს პასუხობენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. 

საორგანიზაციო და საინფორმაციო ნაწილის გარდა კომპანიაში წამახალისებელი საჩუქრები და აქტივობებიც აქვთ პასუხისმგებლიანი თანამშრომლებისთვის, ვისაც ვაქცინაციით პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეაქვს:

•    თანამშრომლები, რომლებიც 31 აგვისტომდე აიცრებიან დამატებითი დეიოფით და ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდებიან; 

•    ასევე პირველ 5 ფილიალსა და დეპარტამენტს, რომლის 80% აიცრება და გახდება მწვანე ზონა კომპანია აღიარების ნიშნად პერსონალურ გასართობ ღონისძიებებს მოუწყობს;

•    ყოველ კვირეულად იმართება გათამაშება აცრილ თანამშრომლებს შორის, სადაც აქვთ შესაძლებლობა ელექტრო სკუტერი მოიგონ; 

•    ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის იმართება შემეცნებითი აქტივობები - ფოტოგრაფიის მასტერკლასი, ლიტერატურული დისკუსიები ქართველ ავტორებთან ერთად და შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

"თეგეტას გუნდმა პანდემიის პერიოდში პროფესიონალიზმისა და საერთო საქმისადმი თავდადების მაგალითი აჩვენა. ახლა ჩვენი გუნდი ვირუსის პრევენციისთვის, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად ერთიანდება. 

ჩვენი მიზანია, რომ თეგეტა გახდეს მწვანე ზონა - პირველი მასშტაბური კომპანია, სადაც თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იქნება. რადგან ჩვენთვის გუნდის წევრების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. ვაქცინაციას კი წესების დაცვასთან ერთად, უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა პანდემიის შესაჩერებლად", - ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა მოტორსის ფინანსური დირექტორი. 

თეგეტა მოტორსისთვის ვირუსის გავრცელების პრევენცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამისთვის, ვაქცინაციის წახალისების პარალელურად, კომპანიაში მკაცრად კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი რგოლის თანამშრომლები კი 2 კვირიანი როტაციით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე არიან გადაყვანილები. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge