png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მტირალას პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო

  • საზოგადოება
  • 10.08.2021
  • 14:48
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მტირალას პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის გაძლიერებისთვის პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო. დამსვენებლებისთვის  განკუთვნილი სამი კოტეჯი 5 000 კვ.მ- ზეა განთავსებული. ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად  ეზოში მოწყობილია გასართობი სივრცე (ჰამაკები, საქანელები). სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით კი  საოჯახო კაფეში უმასპინძლდებიან.

„ტურისტების მოზიდვის მიზნით დავიწყეთ თაფლის წარმოებაც, ეზოში 100 მდე ფუტკრის ოჯახი გვყავს. მოთხოვნის ზრდის პარალელურად სჭირო გახდა დამხმარე ნაგებობის აშენება, სადაც  გადახარისხებულ თაფლს ვინახავთ სეზონურობის მიხედვით. ასევე, ვაწარმოებთ თაფლის სანთელსა და თაფლის არაყს, რომელსაც ჩამოსულ ტურისტებს ვთავაზობთ“,- განაცხადა ლია გორჯელაძემ, რომელიც  ბანკთან პარტნიორობით სტუმრებს უკვე „კვადრო ტურებსაც“ სთავაზობს. „იმ მარშრუტის დაძლევას, რომელიც რთულ ტიპს მიეკუთვნება ქვეითად 2 დღე სჭირდება, თუმცა კვადრო ტურით მთელი ტყის მოვლა ერთ დღეშია შესაძლებელი“,- დასძენს ის. 

„მოხარული ვართ, რომ შევძელით ჩვენი წვლილი შეგვეტანა მტირალას პარკის ტერიტორიაზე სრულყოფილი ტურისტული ობიექტის ჩამოყალიბებაში. აქ მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მტირალას პარკის საბაგიროთი გასეირნებით. ასევე, დაგეგმონ კვადრო ტური, რომელიც მოიცავს მტირალას მთის როგორც რთულ, ასევე მარტივ 16 კილომეტრიან მარშრუტს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ბიზნესი, რომელიც რეგიონის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 350 000 ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი  250 000 ლარს შეადგენს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge