png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა - პაპუაშვილი

  • კომენტარები
  • 22.07.2021
  • 14:00
ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა - პაპუაშვილი

ახლა რომ საუბრობთ, გასაუბრება უნდოდაო, ის ორი მანდატური რატომ გაეკიდა ქალბატონ თინას [ბოკუჩავა] და რატომ აკავებდა, რატომ ეჭიდავებოდა ორ მანდატურს ხომ ვერ ახსნით ? სწორედ ეს ხომ არ იყო ძალადობა და აგრესია?, აცხადებს ქართული ოცნების წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით,როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სქესია.

„თქვენ როცა საუბრობთ, რომ სპიკერატის დაკავება, ტრიბუნის ბლოკირება, მაგიდაზე ახტომა, რუსეთის ჰიმნის ჩართვა თითქოსდა არის საპარლამენტო პროტესტის გამოხატულება, ეს არის ტყუილი, არ არის სიმართლე. რასაც თქვენ ცდილობთ, დაამკვიდროთ პარლამენტში, რომ ბლოკირება და ა.შ. თითქოს არის საპარლამენტო პროტესტის ფორმა, ეს ტყუილია. საპარლამენტო პროტესტის ფორმა გიწერიათ რეგლამენტში და თქვენ იყენებთ კიდეც, ეს არის სხდომის ბოიკოტი. კი ბატონო, გამოიყენეთ, მაგრამ სხვა ყველაფერი, არა თუ საპარლამენტო პროტესტი, არის უმსგავსობა.

თქვენ ხომ კარგად ნახეთ, რაც ხდებოდა? ახლა რომ საუბრობთ, გასაუბრება უნდოდაო, ის ორი მანდატური რატომ გაეკიდა ქალბატონ თინას და რატომ აკავებდა, რატომ ეჭიდავებოდა ორ მანდატურს ხომ ვერ ახსნით ? სწორედ ეს ხომ არ იყო ძალადობა და აგრესია? დიახაც. თქვენ გინდათ ახლა გაასაღოთ, რომ სპიკერატში მიჭრა, მანდატურებთან ჭიდაობა და დაუმორჩილებლობა…აგრესია მოდიოდა იმ შემთხვევაში ქალბატონი თინასგან და სწორედ ამიტომ აკავებდა მას მანდატური. რა უნდოდა იქ მანდატურს, რატომ ეჭირა, იმიტომ, რომ ვერ აკავებდა. როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სქესია. სქესს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი, ეს არის ყველაზე არასწორი გაგება ქალთა უფლებების, რომ სქესს ამოფარება არის ინდულგენცია. ჩვენ თქვენგან ბევრი რამე გვაქვს ნანახი, საღებავების გადასხმა, ნივთიერებების დასხმა პარლამენტში, ბევრი რამეა მოსალოდნელი. ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა. ეს იყო არათუ ჩემი უფლება, მორალური ვალდებულებაც. ორი მანდატური იჭერდა და ვერ აკავებდა. აგრესიას ავლენდა ორი მანდატურის მიმართ, იჭრებოდა სპიკერატში და არა თუ უფლება, ყველა დეპუტატის მინიმუმ მორალური ვალდებულებაც არის, რომ როდესაც საფრთხე ემუქრება მეორე დეპუტატს, ჩაერიოს იქ. ჩავერიე იმ კუთხით, რომ გავარიდე იმ სიტუაციას საერთოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge