png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით, ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებულ ცხინვალში აღარ გადავა

  • საზოგადოება
  • 23.06.2021
  • 12:20
პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით, ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებულ ცხინვალში აღარ გადავა

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე, ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით, ოკუპირებულ რეგიონში აღარ გადავა.

დღეს, 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს, მშვიდობიანი აქცია გაიმართება. მიხეილ გახელაძე საქართველოს მთავრობას ერთთვიან ვადას აძლევს, შემდეგ კი, მისი თქმით, აღარ მოიცდის და ოკუპირებულ ცხინვალში გადავა.

" პატრიარქის და ჩემი ოჯახის თხოვნით აღარ გადავალ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დიდ პატივს ვცემ პატრიარქს და აღარ გადავდივარ. მხოლოდ იმ პირობით, დაველოდებით ერთი თვე, ერგნეთის შეხვედრამდე, თუ რამე არ შეიცვალა და რაიმე პასუხი არ მოგვცეს, აუცილებლად გადავალ. შეიძლება რომ გადავიდე, ამით უფრო დავუმძიმო ჩემს შვილს, მაგრამ მე არაფერი დამრჩენია სხვა. უნდა აამოქმედონ ყველა ბერკეტი, რომ ჩემი შვილი დაბრუნდეს სახლში. მოვუწოდებ ყველას, ჩატარდეს მშვიდობიანი აქცია, რომ შედეგი იყოს ნორმალური". – ამბობს მიხეილ გახელაძე.

23 ივნისს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად მოძრაობა დროას ორგანიზებული აქცია მართება. აქცია 11:00 საათზე თბილისში დაიწყო და 12:30 საათიდან სოფელ ქვემო ჭალაში გაგრძელდება. 23 ივნისს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. ის 34 წლის გახდა.

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge