png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში“ - ხიდაშელი

  • თავდაცვა
  • 02.02.2016
  • 10:55
„სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში“ - ხიდაშელი

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებაში, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა და სეირან ოჰანიანმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამა და ორივე ქვეყნის საერთო მიზნებზე ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი დახვედრისთვის. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, სომხეთში ყოფნა და შესაძლებლობა, განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ჩვენ ორ ქვეყანას აერთიანებს. პირველ რიგში, მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. ორი კვირის წინ ავღანეთში ვიმყოფებოდი. ვფიქრობ, ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ქართველი და სომეხი სამხედროების ერთმანეთის მხარდამხარ მსახური ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობის საუკეთესო მაგალითია, მიუხედავად ჩვენი სახელმწიფოების სტრატეგიული განსხვავებისა. მინდა ვისაუბრო იმ საკითხებზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის საერთოა. სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში, რაზეც ერთობლივი ძალისხმევით მუშაობაა საჭირო. ჩვენ თავდაცვის მინისტრები ვართ, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკოსები და ორივე ჩვენგანისთვის ჩვენი ქვეყნების გაძლიერება, წინსვლა და განვითარება, ჩვენი ხალხის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ერთად მუშაობა და ყოველდღიური ბრძოლა მშვიდობისთვის. შეხვედრაზეც აღვნიშნეთ, რომ საქართველო მზადაა თქვენთან თანამშრომლობაზე, ერთად მუშაობაზე, რათა მივაღწიოთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს - ჩვენი ქვეყნების მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, წარმატებასა და განვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ კონკრეტულ საკითხებსაც, თანამშრომლობის გეგმას, რომელიც სამინისტროებს შორის დღეს გაფორმდა. მჯერა, რომ 2016 წელი ორივე მხარისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენი საწვრთნელი ცენტრები ყველა პარტნიორისთვის და, რა თქმა უნდა, სომეხი სამხედროებისთვის ღიაა. იმედი მაქვს, ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული მიმართულებები ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება. ასე რომ, ველოდოთ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობას 2016 წელს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ბრიფინგზე.

ჟურნალისტებთან საუბრისას სეირან ოჰანიანმა რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება: „მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა და საქართველომ უსაფრთხოების განსხვავებული სისტემა აირჩია, ეს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს არ შეცვლის. ჩვენი მიზანია რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერება,“ - აღნიშნა სეირან ოჰანიანმა ბრიფინგზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge