png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიორგი გახარიას ეს ამნისტია არ სჭირდება - ანა ბუჩუკური

  • კომენტარები
  • 24.05.2021
  • 13:17
გიორგი გახარიას ეს ამნისტია არ სჭირდება - ანა ბუჩუკური

ამნისტია პირველ რიგში არ უნდა გავრცელდეს გიორგი გახარიაზე, რადგან მას ეს ამნისტია არ სჭირდება, დანარჩენი, ბუნებრივია მხარეებს შორის არის შეთანხმების საგანი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გახარიას გუბდის წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ უმრავესლობა ნერვიულობს და მათ სიმვიდისკენ მოუწოდა.

„კარგად გახსოვთ, რომ გიორგი გახარიას კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემის კომპლექსი არ ჰქონდა. იმისათვის, რომ ყოველგვარი სპეკულაცია გამოირიცხოს, ეს ინიციატივა დავაყენეთ. ნახეთ, რომ ჩემმა ინიციატივამ უმრავლესობაში კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ არაერთხელ გასცა კითხვებს პასუხები. ის ყველა კითხვას, რაც შეიძლება იყოს, უპასუხებს.

„სამწუხაროდ, დღეს წარმოდგენილია ორი სხვადასხვა პროექტი. ორივე მხარეს კონსენსუსი შევთავაზეთ, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი კეთილსინდისიერად შესრულებულად ჩაითვალოს, უმრავლესობამ გაიზიაროს ოპოზიციის პოზიცია და არ გაავრცელოს ამნისტია სახელმწიფო თანამდებობის პირებზე, ანუ, იმ პირებზე, რომელთაც ეს თანამდებობა ეკავათ 19-20 ივნისს. ამის სანაცვლოდ ოპოზიციამ დათმოს და ამნისტია გავრცელდეს ყველა პოლიციელზე, ყოველგვარი მოთხოვნის და წინაპირობების გარეშე. ეს იქნება გზა, რომ მოხდეს შეთანხმება და რეალურად შესრულდეს შარლ მიშელის დოკუმენტი. სხვა შემთხვევაში, ვერავინ დაიბრალებს, რომ ეს შეთანხმება კეთილსინდისიერად შეასრულა.

უმრავლესობის გაღიზიანება მესმის, რითაც ბოლო პერიოდში გამოირჩევა უმრავლესობა გახარიას მიმართ. მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი. გასაგებია, რომ ნერვიულობენ, მაგრამ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ“, - თქვა ბუჩუკურმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge