png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვაჩეიშვილის მინისტრობის დროს ბაგრატის ტაძარი დაემსგავსა 22-ე საუკუნის გაუგებარ კონსტრუქციას, თავისი რკინის ლიფტით - წულუკიანი

  • კომენტარები
  • 20.05.2021
  • 18:31
ვაჩეიშვილის მინისტრობის დროს ბაგრატის ტაძარი დაემსგავსა 22-ე საუკუნის გაუგებარ კონსტრუქციას, თავისი რკინის ლიფტით - წულუკიანი

ნიკოლოზ ვაჩეიშვილის მინისტრობის დროს ბაგრატის ტაძარი დაემსგავსა 22-ე საუკუნის გაუგებარ კონსტრუქციას, თავისი რკინის ლიფტით, ამიტომ ვაჩეიშვილის ადგილზე კიდევ უფრო ნაკლებს და კიდევ უფრო ნელა ვისაუბრებდი, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

"მიმდინარეობს გამოძიება ვაჩეიშვილის და სხვა მინისტრების დროს დაწყობილ კრამიტებზე. კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა ექსპერტიზა და პირადად მაქვს პესიმისტური მოლოდინი, რომ ყველას დროს დაგებული კრამიტი შეიძლება აღმოჩნდეს უვარგისი. დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ სწრაფად, ვილაპარაკოთ ბევრი, თუკი ამის უფლებას პროფესიული სინდისი მოგვცემს. ფაქტია, რომ როდესაც მე მოვედი ამ სამინისტროში, გელათს ჰქონდა სერიოზული პრობლემები. ნიკოლოზ ვაჩეიშვილის დროს ძეგლთა დაცვის სისტემის ნარჩენები პრაქტიკულად მოიშალა და მე ნულიდან მიწევს ოსტატების ძებნა, იქნება ეს ხითხურო, კირითხურო თუ ჩუქურთმის ოსტატი. ესაა რეალობა, ამიტომ ყველას შეუძლია ილაპარაკოს ბევრი, მაგრამ პრობლემები გელათს სწორედ ბევრი მოლაპარაკე ადამიანების საქმიანობის შედეგად აქვს, და ახლა საუბარია იმაზე, როგორ აღმოვფხვრათ ეს შედეგები, რათა გელათი დარჩეს ჩვენი იდენტობის იმ ნაწილად, რომელიც გვეამაყება და შეუნარჩუნდეს მომავალ თაობებს. ასევე მინდა დავამატო, რომ ნიკოლოზ ვაჩეიშვილის მინისტრობის დროს ბაგრატის ტაძარი დაემსგავსა 22-ე საუკუნის გაუგებარ კონსტრუქციას, თავისი რკინის ლიფტით, ამიტომ ვაჩეიშვილის ადგილზე კიდევ უფრო ნაკლებს და კიდევ უფრო ნელა ვისაუბრებდი", - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანმა ყოფილ კულტურის მინისტრს უპასუხა, რომელმაც ფეისბუქში დაწერა, რომ 2008 წელს დაიწყო გელათის პროექტი, რომელიც მაღალხარისხოვანია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge