png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Times: პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურჩევენ უარი თქვან სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულებზე

  • მსოფლიო
  • 17.05.2021
  • 22:04
Times: პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურჩევენ უარი თქვან სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულებზე

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ უარი უნდა თქვან სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულებზე, თუ კი ელისაბედ მეორის შვილიშვილი იმედგაცრუებულია თავის სამეფო ოჯახზე. ამგვარი აზრი გამოთქვა ბუკინგემის სასახლის კონსულტანტმა. იუწყება The Times.

მსგავსი მოსაზრება მოჰყვა პრინც ჰარის კრიტიკულ შენიშვნებს მამის, უელსის პრინც ჩარლზის მისამართით.

„ის, (ჩარლზი) მექცეოდა ისე, როგორც ექცეოდნენ მას. ვფიქრობ, რომ არ ღირს ვინმეზე თითის გაშვერა, მაგრამ როდესაც საუბარია მშობლების როლზე, ამა თუ იმ ფორმით განვიცდიდი ტკივილსა და ტანჯვას, იმიტომ, რომ ასეთ ტკივილსა და ტანჯვას, შესაძლოა განიცდიდა მამაჩემი ან ორივე მშობელი. მე მინდა გავწყვიტო ეს მძლავრი წრე, რათა არ გადავცე ის მემკვიდრეობით, ეს ტანჯვა გენეტიკურ დონეზეა და გადაეცემა მემკვიდრეობით. ამიტომ, ჩვენ, როგორც მშობლები, უნდა ვეცადოთ გავაკეთოთ ყველაფერი და ვთქვათ: იცით, ეს მე შემემთხვა და არ მინდა, რომ ისტორია ჩემ შვილებთანაც განმეორდეს,  - თქვა მან ამერიკულ პოდკასტ Armchair Expert-ში საუბრისას.

ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ ჰარი ოჯახს თავს დაესხა. 

„სასექსის ჰერცოგმა დაკარგა დიდი დრო, როდესაც ამბობდა, რომ სხებისგან არ განსხვავდება და თავს დაესხა ოჯახს, რომელმაც მისი თქმით, უამრავი ტკივილი მიაყენა. თუ არ მოგწონთ ეს ინსტიტუტი, არც ტიტულები უნდა გქონდეთ“, - განაცხადა ბუკინგემის სასახლის წყარომ.

თუმცა გამოცემა აღნიშნავს, არც დედოფალსა და არც სასახლის სხვა რომელიმე გავლენიან პირს არ სურს წყვილზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა და ტიტულებზე უარის თქმის იძულება.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კალიფორნიში ცხოვრობენ. მათ უკვე ერთ წელზე მეტია განაცხადეს, რომ უარს ამბობენ სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსზე და ფინანსური დამოუკიდებლობა სურთ. ცვლილებები ძალაში 2020 წლის მარტში შევიდა. მას შემდეგ წყვილი ელისაბედ მეორის ოფიციალურ ვიზიტებზე აღარ დაყვებიან, აღარ ასრულებენ სხვადასხვა ვალდებულებსა და აღარ იყენებენ ტიტულს მისი უდიდებულესობა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge