png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თუ ჩვენ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის - ხატია დეკანოიძე

  • კომენტარები
  • 12.05.2021
  • 12:47
თუ ჩვენ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის - ხატია დეკანოიძე

თუ ჩვენ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

ხატია დეკანოიძის თქმით, თუ ენმ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნებზე კანდიდატებზე კოორდინაციას. ეს გარდაუვალი მარცხია.

"პირველი დღიდან ვიყავი ბოიკოტის მომხრე. მჯერა, რომ ბოიკოტმა თავისი დიდი შედეგი მოიტანა ნიკას გამბედაობასთან ერთად. ნაწილი პარტიების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, სხვა რეალობა დადგა და ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

"ნაციონალური მოძრაობა" თუ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნებზე კანდიდატებზე კოორდინაციას. ეს გარდაუვალი მარცხია;

საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს გულისხმობს „ქართული ოცნებისთვის” დამატებითი სივრცის მიცემას მანიპულაციებისთვის;

თუ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას (სხვა გზა პარტიისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება) პარლამენტიც უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის; თუ ყველა მიმართულებით ბოიკოტი იქნება, პარტიული სტრუქტურები დასუსტდება;

პარლამენტი და პროტესტი, ხალხთან ურთიერთობა არავითარ უკუკავშირში არ არის ერთმანეთთან; ყველაზე მეტად ვისაც უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ დატოვება - "ქართული ოცნებაა".

ჩვენ გამოგვეცალა ერთპარტიული პარლამენტი, როგორც ყველაზე დიდი ბერკეტი. ახლა, თუ ჩვენ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის;

კლეპტოკრატია, ოლიგარქია ყველანაირი მექანიზმით გებრძვის. შენც ყველგან უნდა დახვდე და პასუხი გასცე; საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდება სანქციებზე მუშაობა და პოლიტიკურ დევნაზე მათი მუდმივი ყურადღება; ოპოზიციის დასუსტება, მუდმივი კინკლაობა ნიშნავს რეჟიმის გაძლიერებას.

"ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ცვლილება ვერ მოხდება, ისევე როგორც მთელი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გარეშე გაგვიჭირდება გამარჯვება; ყველაზე ძვირფასის, ჩვენი ამომრჩევლის ჩართულობა ამ დისკუსიაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ დისკუსია უნდა იყოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისთვის და არა ერთმანეთის დამუნათებისთვის. ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც დაამკვიდრა პროგრესი. გვაქვს პრეტენზია, რომ ქვეყანა კვლავ პროგრესის გზით წავიყვანოთ და გადაწყვეტილებებიც გამბედავი უნდა მივიღოთ, როგორც 2003-2012 წლებში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge