png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რუსეთმა იტალიიის საელჩოს თანამშრომელი გააძევა

  • მსოფლიო
  • 26.04.2021
  • 15:34
რუსეთმა იტალიიის საელჩოს თანამშრომელი გააძევა

მოსკოვმა იტალიის საელჩოს თანამშრომელი რომის ქმედების საპასუხოდ ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყებაში თქვეს, რომ იტალიის ელჩი პასკუალე ტერაჩანო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც გადასცეს ნოტა თავდაცვის საკითხებში იტალიის საელჩოს მრჩევლის კურციო პაჩიფიჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ.

იტალიელმა დიპლომატმა რუსეთი 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს. უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ იტალიის ხელისუფლების ქმედება არამეგობრული და უსაფუძვლოა.

თავის მხრივ, რომში მოსკოვის გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდეს. 30 მარტს იტალიელმა კარაბინერებმა რომში რუსეთის საელჩოში აკრედიტებული რუსი ოფიცერი და იტალიის შეიარაღებული ძალების კაპიტანი შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს.

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო უარესდება, ბოლო კვირების განმავლობაში რუსი დიპლომატები გააძევეს აშშ-მა, ბულგარეთმა, უკრაინამ, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსი დიპლომატი გააძევა რუმინეთმაც.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge