png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნათლად ვუთხარი პუტინს, რომ სანქციებთან დაკავშირებით, უფრო შორს წასვლაც შეგვეძლო, მაგრამ ვარჩიე, პროპორციული ვყოფილიყავი - ბაიდენი

  • მსოფლიო
  • 16.04.2021
  • 10:05
ნათლად ვუთხარი პუტინს, რომ სანქციებთან დაკავშირებით, უფრო შორს წასვლაც შეგვეძლო, მაგრამ ვარჩიე, პროპორციული ვყოფილიყავი - ბაიდენი

ნათლად ვუთხარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომ სანქციებთან დაკავშირებით, უფრო შორს წასვლაც შეგვეძლო, მაგრამ ავირჩიე, რომ ვყოფილიყავი პროპორციული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიაში ჩარევას, მზად არის საპასუხო ზომებისთვის.

„გასულ კვირას ვესაუბრე პუტინს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის შესახებ. ეს იყო პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი. ჩვენ ვერ მივცემთ უცხო ძალას საშუალებას, ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში და ეს ვერ დარჩება დაუსჯელი. მე მას ვუთხარი, თუ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც ვფიქრობ, რომ იყო ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ეს პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მან განაცხადა, რომ ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების ბრძანებას და დასძინა, რომ შესაძლებელი იყო ეს სანქციები უფრო მკაცრი ყოფილიყო, თუმცა მან ეს გზა არ აირჩია.

„ნათლად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენ უფრო შორს წასვლაც შეგვეძლო, მაგრამ მე ეს არ ავირჩიე. ავირჩიე, რომ ვყოფილიყავი პროპორციული. ამერიკა არ ცდილობს რუსეთთან სიტუაციის ესკალაციას და კონფლიქტს. ჩვენ გვინდა სტაბილური დაცული ურთიერთობა. თუ რუსეთი გააგრძელებს ჩვენს დემოკრატიაში ჩარევას, მზად ვარ საპასუხო ზომების გასატარებლად. ეს ჩემი, როგორც ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობაა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge