png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი

  • პოლიტიკა
  • 28.01.2016
  • 20:11
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი

ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი, რადგან სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვა ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებსაც ქვეყანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით დგამს და აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო, რომელმაც მოკლე დროში, ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურის დამკვიდრების საქმეში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„ამ კუთხით განხორციელებული რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესში. რეფორმა დადებითად შეფასდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც“, - აღნიშნა პრემიერმა.

თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა სრული დაცვის კუთხით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.  პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ემსახურება იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე უზრუნველყოფს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროკავშირის რეგულაციებთან, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ კომპანიებთან  პარტნიორობას  და მონაცემთა გაცვლას გაამარტივებს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიმართ კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ნდობა იზრდება.

სტატისტიკის თანახმად, მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6-ჯერ არის გაზრდილი. ასევე, მზარდია საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციებისა და რეკომენდაციების სტატისტიკაც.

„ჩვენს საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს იმის განცდა, რომ საზოგადოების წევრთა პირადი ცხოვრება არ არის დაცული ფარული თვალთვალის, მოსმენისა და შანტაჟისაგან. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამის გასაქარწყლებლად. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მშვიდად  და იცოდნენ, რომ სახელმწიფო ყველა ზომას მიმართავს, რომ ეს მანკიერი, დანაშაულებრივი პრაქტიკა აღარ განმეორდეს და, თუ ვინმე ისევ შეეხება ადამიანთა პირად ცხოვრებას, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ამ საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.

საქართველო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს უკვე მესამედ აღნიშნავს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge