ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
- მსოფლიო
- 22.03.2021
- 19:20
ბულგარეთის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი ჯაშუშობისთვის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ბულგარეთის პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე „აწარმოებდა უკონტროლო, სადაზვერვო საქმიანობას, რომლიც დიპლომატიურ ურთიერთობებთან შეუთავსებელია“. ინფორმაცია ქვეყნის პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დიპლომატებმა ბულგარეთი 72 საათში უნდა დატოვონ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200