png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სიცოცხლე აღარ მინდოდა, ეს იყო რეალური და საშიში ფიქრები - მეგან მარკლი

  • მსოფლიო
  • 08.03.2021
  • 11:57
 სიცოცხლე აღარ მინდოდა, ეს იყო რეალური და საშიში ფიქრები - მეგან მარკლი

დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი ამბობს, რომ ვიდრე წყვილი სამეფო მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მას თვითმკვლელობაზე ფიქრები არ ასვენებდა. „უბრალოდ, სიცოცხლე აღარ მინდოდა. ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური და საშიში ფიქრები“, - განაცხადა მარკლმა CBS-ის ეთერში ოპრა უინფრისთან ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ „რცხვენოდა ამის აღიარება ქმართან, თუმცა ესმოდა, რომ „თუ არ გამოუტყდებოდა, ამას გაკეთებდა“. მეგანმა თქვა, რომ როდესაც სამეფო ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მას ვიღაცის დახმარება ესაჭიროებოდა, ამის უფლება არ მისცეს, რადგან მსგავსი ქმედება ოჯახს კარგს არაფერს მოუტანდა.  

ინტერვიუში მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახს  მძიმე ბრალდებები წაუყენა - მათ შორის, რასიზმი. მეგანის მამა თეთრკანიანია, დედა კი - შავკანიანი, ამიტომ, ის ამბობს, რომ მისი და ჰარის შვილის კანის ფერი სასახლეს აშფოთებდა.  

მეგან მარკლის განცხადებით, მის ვაჟს, არჩის, რომელიც ახლა უკვე ერთი წლისაა, სამეფო კარმა უარი უთხრა პრინცის წოდების მინიჭებაზე, რადგან სამეფო ოჯახში ბავშვის დაბადებისას არსებობდა შეშფოთება იმის შესახებ, რამდენად მუქი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანის ფერი.

ინტერვიუს დროს პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მან და მეგანმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამეფო ოჯახში დარჩენილიყვნენ. მან ასევე არ დამალა მამასთან, პრინც ჩარლზთან ურთიერთობებში არსებული პრობლემებიც.

„თავს ვგრძნობ იმედგაცრუებულად, რადგან მან იგივე გზა გაიარა. მან იცის, რა არის ტიკივილი. მე ის ყოველთვის მეყვარება, მაგრამ მოხდა ძალიან ბევრი ცუდი რამ“, - თქვა ჰარიმ.

ჰარიმ ასევე აღნიშნა, რომ პრინც ჩარლზთან ურთიერთობები მის მიერ სამეფო მოვალეობებზე უარის თქმის შემდეგ გართულდა. მისი თქმით, მამა  და ძმა - პრინცი უილიამი თავიანთი როლების ხაფანგში მოყვნენ და გათავისუფლება აღარ შეუძლიათ.

ჰარიმ და მეგანმა 2018 წლის მაისში იქორწინეს. ქორწინების დღეს, ელისაბედ მეორემ ახალგაზრდებს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულები უბოძა.

2020 წელს პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარს ამბობდნენ. შედეგად მათ ჩამოერთვათ „მათი სამეფო უდიდებულესობის“ ტიტული. დედოფალმა მათ ერთწლიანი ვადა მისცა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ამ წლის თებერვალში სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ დაადასტურეს, რომ არ აპირებენ სამეფო მოვალეობების შესრულებას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge