png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

რუსეთმა აშშ-ის სანქციებს მკაცრად უნდა უპასუხოს, ვაშინგტონი ყველა ზღვარს გადავიდა - რუსი დეპუტატი

  • მსოფლიო
  • 02.03.2021
  • 20:12
რუსეთმა აშშ-ის სანქციებს მკაცრად უნდა უპასუხოს, ვაშინგტონი ყველა ზღვარს გადავიდა - რუსი დეპუტატი

რუსეთმა აშშ-ის სანქციებს მკაცრად უნდა უპასუხოს, ვაშინგტონი ყველა ზღვარს გადავიდა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა.

„რუსეთმა მკაცრი პასუხი უნდა გასცეს აშშ-ის სანქციებს, ვაშინგტონი ყველა ზღვარს გადავიდა. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მათთვის უკვე სულერთია მიზეზი, ოღონდ სანქციები შემოიღონ“, - აღნიშნა ჯაბაროვმა.

„რისთვის სჯიან უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს? არ არსებობს არც სასამართლოს გადაწყვეტილება, არც გამოძიება. გერმანიაში ჩასვლიდან მეორე დღესვე ნავალნი საავადმყოფოს კორიდორებში დადიოდა, ერთი კვირის შემდეგ კი ბერლინის ქუჩებში სეირნობდა. ამ ყველაფრის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ის თითქოს „ნივიჩოკით“ მოწამლეს“, - აღნიშნა ჯაბაროვმა.

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებსა და ორგანიზაციებს ალექსეი ნავალნის საქმეზე სანქციები დაუწესა. ამის გარდა აშშ-ის დაზვერვამ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ნავალნის მოწამვლაში დაადანაშაულა.

ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტიოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ბერლინიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge