png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბევრმა ყოფილმა "ქოცმა" დამიცვა საჯაროდ, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 27.02.2021
  • 21:12
ბევრმა ყოფილმა "ქოცმა" დამიცვა საჯაროდ, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა - ნიკა მელია

ყველაფრის ფონზე, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში. რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში - გრიგოლ ვაშაძეს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე წერილში წერს, რომელიც პარლამენტის წინ, აქციაზე მის მომხრეებთან ერთად ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

ნიკა მელია წერს, რომ ქართული ოცნების ბევერმა ყოფილმა წევრმა დაიცვა, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის გარდა.

"გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ და გამპრავებელმა, აი, ამ ნათია მეზვრიშვილმა დამიცვა საჯაროდ. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა "ქოცმა" დამიცვა საჯაროდ, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე და საერთაშორისო თანამეგობრობაზეც.

ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ გითხრა, რომ, აი, ამ ყველაფრის ფონზე, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში. რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში - გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემს დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც საქართველოს პრეზიდენტად, აი, ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე ამ კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის აღებას უყურა პირდაპირ ეთერში და ამაზე არ დაუძრავს ხმა.

მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავისზე და არაფერზე", - წერს ნიკა მელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge