png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი - გია ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 23.02.2021
  • 14:00
სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი - გია ვოლსკი

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ნიკა მელიას დაკავებაზე ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ სამარცხვინოა, როცა ადამიანებს დედას აგინებენ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და ამ დროს სახალხო დამცველი დუმს.

"ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება - რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არ გადააჭარბა ძალას პოლიციამ, სწორი გადაწყვეტილება არის სასამართლოსი თუ არ არის სწორი, ამაზეც კი შეუძლია, იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო, მე უკეთ ვიცი.

სამარცხვინოა, როცა ადამიანებს დედას აგინებენ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტს ამკობენ ისეთი სიტყვებით, რომელიც გამოწვევაა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველი დუმს.

სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, აბსოლუტურად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს ამ შეფასებას და სახელწოდებას მისი საქმიანობა, დაფიქრდეს, სამართლებრივი შეფასებები მისცეს და ამ თემასთან დაკავშირებით ვიკამათოთ, ეს არის მისი ვალდებულება", - აცხადებს ვოლსკი.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, "არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოყვება, საბჭოთა საქართველოს მსგავსად, დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge