png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ - პავილიონისი

  • პოლიტიკა
  • 20.02.2021
  • 14:29
ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ - პავილიონისი

ცოტა ხნის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დასრულდა შეხვედრა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისსა და ნიკა მელიას შორის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პავილიონისმა და მელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

ჟიგიმანტას პავილიონისის თქმით, მისი საქართველოში ვიზიტის მიზანი არის ის, რომ პოლიტიკურ მხარეებს დაეხმაროს მოლაპარაკებების განახლებაში.

ლიეტუველმა პოლიტიკოსმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და დაიწყოს ხიდების აგება მომავლისთვის.

"არის ორი არჩევანი - ან საქართველო წავა ლიეტუვის გზით, რომელიც გულისხმობს სვლას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ან წავა სხვა გზით. აღსანიშნავია, რომ როცა ლიეტუვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა, ყველა მხარე ერთად მუშაობდა. ჩვენ არასდროს დაგვიკავებია არავინ. თუ საქართველო გააგრძელებს რეპრესიებსა და კონფლიქტებს, საქართველოს შანსები [ევროატლანტიკური ინტეგრაციისა] შემცირდება.

ნატოსა და ევროკავშირში საუკეთესოები წევრიანდებიან. თქვენი არჩევანია, გსურთ იყოთ ლიდერები თუ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმების მსხვერპლები.

თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ, შენარჩუნდეს სტატუს კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ. ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ პოლიტიკური საქმეები სასამართლოში, რომელიც პროცესს ხელს არ უწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება", - თქვა პავილიონისმა.

მანამდე ლიეტუვის პარლამენტი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს" ლიდერებს, გიგა ბოკერიასა და გიორგი კანდელაკს შეხვდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge