რუხის კლინიკაში კორონავირუსით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 18.12.2020
- 10:45
რუხის კლინიკაში კორონავირუსით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია.
კლინიკაში შეყვანისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო, აღენიშნებოდა ფილტვების დაზიანება.
მამაკაცი კლინიკაში ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა. კორონავირუსით რუხის კლინიკაში კიდევ ერთი, ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა.