ქობულეთის საკრებულოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 14.12.2020
- 09:18
ქობულეთის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი მალხაზ რომანაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, რომანაძე თავდაპირველად სახლში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, საავადმყოფოს მიმართა, გუშინ, საღამოს კი კლინიკაში გარდაიცვალა. რომანაძეს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. ის 56 წლის იყო.