png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

აშშ-ში გაჩნდა გოგონა, რომელიც დაბადებას 27 წელი ელოდა

  • მსოფლიო
  • 03.12.2020
  • 14:54
აშშ-ში გაჩნდა გოგონა, რომელიც დაბადებას 27 წელი ელოდა

მოლი გიბსონი 2020 წლის ოქტომბერში დაიბადა, მაგრამ ამისთვის მას მთელი 27 წელი დასჭირდა. ემბრიონი, საიდანაც მოლი გაჩნდა, 1992 წლის ოქტომბერში გაყინეს, საცავში ის 2020 წლის თებერვლამდე ინახებოდა, ვიდრე ტინა და ბენ გიბსონებმა მოლის მშობლებად გახდომა არ გადაწყვიტეს.

მოლიმ ახალი რეკორდი დაამყარა: მისმა ემბრიონმა გაყინულ მდგომარეობაში მსოფლიოში ყველაზე მეტი დრო გაატარა. მანამდე ეს რეკორდი ეკუთვნოდა მოლის უფროს დას ემის.

 „ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ, დღემდე  ცრემლებს ვერ ვიკავებ, როდესაც ამის შესახებ ვსაუბრობ, ხუთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ერთი კი არა, ორი ქალიშვილი მეყოლებოდა, ვერ დავიჯერებდი“, - ამბობს 29 წლის ტინა გიბსონი.

ტინას და მის ქმარს შვილი ხუთი წელი არ უჩნდებოდათ. თუმცა ტინას მშობლებმა ადგილობრივი ტელევიზიით ნახეს სიუჟეტი გაყინული ემბრიონების იმპლატანციის შესაძლებლობის შესახებ.

 „ეს ერთადერთი მიზეზია, რომლის გამოც საჯაროდ საუბარი გადავწყვიტეთ. ჩემს მშობლებს ეს სიუჟეტი რო არ ენახათ, არაფერი მოხდებდა“, - ამბობს ტინა.

ტინა გიბსონი სკოლის მასწავლებელია. ის და მისი 36 წლის ქმარი ბენი, რომელიც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტია, დაუკავშირდნენ ქრისტიანულ არასამთავრობო ემბრიონების დონორთა ეროვნულ ცენტრს(NEDC), რომელიც ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში მდებარეობს. ცენტრში გაყინული ემბრიონები ინახება, რომლებიც მშობლებმა უნაყოფო ოჯახებს დაუტოვს.

ტინას და ბენის მსგავს ცოლქ-მარს შეუძლიათ ასეთი ემბრიონების მშობლები გახდნენ. NEDC-ის  ცნობით, აშშ-ში მილიონამდე ადამიანის გაყინული ემბრიონი ინახება.

წყარო: ბი ბი სი

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge